შინაარსზე გადასვლა

პონდიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პონდიშერი (Pondicherry, po) — ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. დაარსებულ იქნა 1674 წელს ფრანგების მიერ. შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა (ინგლისელები, ნიდერლანდელები, ფრანგები). 1814 წელს ნაპოლეონის ომების შემდეგ საფრანგეთმა დაიბრუნა და კოლონია დააარსა. 1954 წელს ინდოეთს გადაეცა სამართავად. 1962 წლიდან მოკავშირე ტერიტორიაა.