ოტმა
იერსახე
ოტმა (რუს. ОТМА) — შემოკლება, რომელიც შედგენილია რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას ქალიშვილების პირველი ასოებისგან: დიდი თავადები ოლღა (15 ნოემბერი 1895 — 17 ივლისი 1918), ტატიანა (10 ივნისი 1897 — 17 ივლისი 1918), მარია (26 ივნისი 1899 — 17 ივლისი 1918) და ანასტასია (18 ივნისი 1901 — 17 ივლისი 1918). ამ აბრევიატურით აწერდნენ გოგონები ხელს წერილებსა და დღიურებში.