შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი (ინგლ. Hoover Dam) — ბეტონის კაშხალი ბლეკ-კანიონზე, მდინარე კოლორადოზე, აშშ-ის შტატების — არიზონისა და ნევადის საზღვარზე. კაშხალს, რომელიც ლას-ვეგასიდან 48 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სახელი ეწოდა ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თავდაპირველად როგორც აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა. კაშხლის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1936 წელს დასრულდა, გეგმით გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე. 1981 წელს შეტანილ იქნა ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. კაშხლის მიერ წარმოქმნილ ტბას სახელი ელვუდ მიდის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ასევე კაშხლის მშენებლობას მეთვალყურეობდა.

სიახლეები

ნიკუშირ დანი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 მაისი — ამ დღეს...

ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი
  • 363 : რომის იმპერატორმა იულიანემ სასანიდების არმია დაამარცხა ქტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლა ვერ მოახერხა.
  • 1167 : საღვთო რომის იმპერიის 1600-კაციანმა ჯარმა ქრისტიან ბუხისა და რეინალდ დასელის მეთაურობით დაამარცხა პაპის სამთავროების 10 000-იანი არმია.
  • 1453 : ოსმალებმა სულთან მეჰმედ II-ის მეთაურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და ბოლო მოუღეს ბიზანტიის იმპერიას.
  • 1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა Atlanta Journal-ში.
  • 1919 : ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ნაწილობრივ დამტკიცდა ართურ ედინგტონის მიერ მზის დაბნელებაზე ჩატარებული დაკვირვებით.
  • 1935 : ჰუვერის კაშხლის (სურათზე) მშენებლობა დასრულდა.
  • 1953 : ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა თენცინგ ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს ევერესტი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი