შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

ჩან კაიში
ჩან კაიში
ჩან კაიში იგივე ძიან ძეში (ჩინ. 蔣介石; (დ. 31 ოქტომბერი, 1887, ფენხუა, ჯეძიანის პროვინცია — გ. 5 აპრილი, 1975) – ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლის სუნ იატსენის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი, გომინდანის თავმჯდომარე 1925 წლიდან, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1927-1949 და 1950-1975 წლებში, ჩინეთის რევოლუციური არმიის მთავარსარდალი 1925 წლიდან, გენერალისიმუსი 1928 წლიდან.

სიახლეები

ნიკუშირ დანი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


20 მაისი — ამ დღეს...

აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
  • 325 : ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაქრისტიანული ეკლესიის პირველი ეკუმენური ყრილობა გაიხსნა დღევანდელ იზნიქში (თურქეთი).
  • 1570 : კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა პირველი თანამედროვე ატლასი გამოსცა.
  • 1854 : ნიგოითის ბრძოლაში ქართველებმა ოსმალები დაამარცხეს.
  • 1891 : თომას ედისონის კინეტოსკოპის პროტოტიპის პირველი სახალხო დემონსტრაცია გაიმართა ქალთა ნაციონალური ფედერაციის კლუბის ყრილობაზე.
  • 1927 : ჯიდის ხელშეკრულებით საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
  • 2002 : აღმოსავლეთი ტიმორი (დროშა სურათზე) XXI საუკუნის პირველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
  • 2009 : მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მეორე ვადით, პირველი შემთხვევა ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი