შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ახალი წელი
ახალი წელი
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.

დღის სურათი

ჯიპები დუნას-დე-ჟენიპაბუს ეკოლოგიურ პარკში, ბრაზილია
ჯიპები დუნას-დე-ჟენიპაბუს ეკოლოგიურ პარკში, ბრაზილია
ჯიპები დუნას-დე-ჟენიპაბუს ეკოლოგიურ პარკში, ბრაზილია

სიახლეები

ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 იანვარი — ამ დღეს...

ევროს სკულპტურა ფრანკფურტში.
ევროს სკულპტურა ფრანკფურტში.
  • ძვ. წ. 45 : რომში იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
  • 404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
  • 630 : წინასწარმეტყველი მუჰამედი თავისი ჯარით მექასკენ დაიძრა, რომელსაც უბრძოლველად აიღებს.
  • 1801 : ირლანდიის სამეფო გაერთიანდა დიდი ბრიტანეთის სამეფოსთან, კავშირის დროშას დაემატა წმ. პატრიკის ჯვარი.
  • 1942 : ვაშინგტონში 26 სახელმწიფო ხელს აწერს გაერთიანებული ერების დეკლარაციას.
  • 1959 : ფიდელ კასტრომ თანამებრძოლებთან ერთად კუბის დიქტატორი ბატისტას მთავრობა დაამხო.
  • 1970 : იუნიქსის ეპოქა დაიწყო.
  • 2002 : მიმოქცევაში გაუშვეს ევროს ბანკნოტები.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი