შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

დღის სტატია

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela; დ. 18 ივლისი, 1918, მვეცო, ტრანსკაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 5 დეკემბერი, 2013, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ-ის იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

დღის სურათი

პრაღის ეროვნული თეატრის ერთ-ერთი აუდიტორიის (Estates Theatre) დარბაზი.
პრაღის ეროვნული თეატრის ერთ-ერთი აუდიტორიის (Estates Theatre) დარბაზი.
პრაღის ეროვნული თეატრის ერთ-ერთი აუდიტორიის (Estates Theatre) დარბაზი.

სიახლეები

9 მაისი — ამ დღეს...

ვიქტორ ემანუელ III
ვიქტორ ემანუელ III
  • 1502 : ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მეოთხე მოგზაურობას იწყებს.
  • 1927 : ავსტრალიის პარლამენტი ახალ დედაქალაქ კანბერაში გადავიდა.
  • 1936 : მუსოლინიმ ეთიოპიის იტალიასთან მიერთება გამოაცხადა.
  • 1946 : ტახტიდან გადადგა იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III (სურათზე).
  • 1950 : პარიზში გამოცხადდა „შუმანის დეკლარაციადასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ქვანახშირის, სამთო და მეტალურგიული მრეწველობების გაერთიანების შესახებ.
  • 1974 : პრაღის მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა.
  • 1994 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად ნელსონ მანდელა აირჩიეს.
  • 1996 : Linux-ის ოფიციალური თილისმა ტუქსი გახდა.
  • 2004 : გროზნოში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე აფეთქებულმა ნაღმმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ახმად კადიროვი და 30 სხვა ადამიანი იმსხვერპლა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი