შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (თურქ.: Türkiye Büyük Millet Meclisi - TBMM, ხშირად უწოდებენ შემოკლებით "მეჯლისს" - "პარლამენტს") — თურქეთის ერთპალატიანი პარლამენტი, უზენაესი საკანონმდებლო ორგანო თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით. დაფუძნდა ანკარაში 1920 წლის 23 აპრილს თურქეთის დამოუკიდებლობის ომის პერიოდში. პარლამენტს გადამწყვეტი როლი ჰქონდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მცდელობისას დაეფუძნებინა ახალი სახელმწიფო ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებისგან პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

23 აპრილი — ამ დღეს...

უილიამ როუან ჰამილტონი
უილიამ როუან ჰამილტონი
  • 1661 : ვესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფედ აკურთხეს.
  • 1827 : ირლანდიელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა უილიამ როუან ჰამილტონმა (სურათზე) მისი სხივების სისტემათა თეორია წარმოადგინა.
  • 1920 : თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა დაარსდა ანკარაში.
  • 1923 : ბალტიის ზღვის გდანსკის ყურეში პოლონეთის საზღვაო პორტი გდინიას ინაუგურაცია შედგა.
  • 1961 : 1940-იანი წლების გენერალის უნიფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტი შარლ დე გოლი სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის სამხედრო პერსონალსა და მოქალაქეებს მიმართავს გენერლების პუტჩის დაუმორჩილებლობისკენ.
  • 1993 : გაეროს მონიტორინგით ჩატარებლ რეფერენდუმში ერიტრეის მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
  • 2001 : კომპანიამ Intel ახალი თაობის პროცესორი Pentium 4 გამოუშვა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი