მთავარი გვერდი
გარეგნობა
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 182 490 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |


პეტრე I დიდი (რუს.: Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ — Пeтeрь) (დ. 9 ივნისი, 1672, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1725, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.
პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
- რომის პაპი ფრანცისკე (სურათზე) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
- კირსტი კოვენტრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
- რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა და იგი ილიე ბოლოჟანმა შეცვალა.
მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.
558 : კონსტატინოპოლში აია-სოფიას გუმბათი ჩამოინგრა. იუსტინიანე I-ის ბრძანებით დაუყოვნებლივ იწყებენ მის მშენებლობას.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:

უილიამ პიტი

- ნორმან ეინჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |