შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ახალი წელი
ახალი წელი
ბრაზილია (პორტ. Brasília) — ბრაზილიის დედაქალაქი (1960 წლის 21 აპრილიდან). შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს. არქიტექტურული დაპროექტებით ქალაქის გეგმას თვითმფრინავის ფორმა აქვს.

დღის სურათი

21 აპრილი — ამ დღეს...

მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება
მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება
  • ძვ. წ. 753 : რომულუსმა და რემუსმა ქალაქი რომი დააარსეს, რომაელი მკვლევარი ვარონ რეატინუსის გამოთვლით.
  • 1709 : ავღანეთში შეთქმულებმა გიორგი XI მოკლეს.
  • 1836 : ტეხასის ძალებმა სემ ჰიუსტონის ხელმძღვანელობით გენერალი ანტონიო ლოპეს დე სანტა ანა დაამარცხეს სან-ხასინტოს ბრძოლაში, რაც გადამწყვეტი ბრძოლა გახდა ტეხასის რევოლუციაში.
  • 1918 : გერმანელი მებრძოლი პილოტი, ცნობილი როგორც „წითელი ბარონი“, ყველაზე წარმატებული მფრინავი-ასი პირველ მსოფლიო ომში 80 დადასტურებული საჰაერო საბრძოლო გამარჯვებით, ჩამოაგდეს და მოკლეს ვო-სიურ-სომთან, საფრანგეთი.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა ჯარები ქალაქ ბერლინში შეიჭრნენ.
  • 1967 : პოლკოვნიკმა გეორგიოს პაპადოპულოსმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი პანაგიოტის კანელოპულოსის მთავრობა დაამხო და ქვეყანაში პოლკოვნიკთა რეჟიმი დაამყარა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი