შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

სოიუზ TMA-15მართვადი კოსმოსური გაფრენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ის ნაწილია პროგრამა სოუზისა, რომელსაც ექსპედიცია 20-ის 3 წევრი გადაყავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. TMA-15 არის სახელი კოსმოსურ ხომალდ „სოუზის“ 102-ე მართვადი გაფრენისა, მოყოლებული სოუიზ 1-დან (1967). სოიუზის კოსმოსური ხომალდი ექსპედიცია 20-ისა და ექსპედიცია 21-ის განმავლობაში, დარჩება საერთაშორისო სადგურზე, როგორც სათადარიგო გასვლის ხომალდი, რომლის ქონა სადგურზე (მინიმუმ ერთის მაინც) აუცილებელია. პროგრამა აღსანიშნავია იმით, რომ დაიწყო ექვსკაციანი ეკიპაჟის ოპერაციები სკს-ზე.

დღის სურათი

სიახლეები

ნიკუშირ დანი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


27 მაისი — ამ დღეს...

ჯუზეპე გარიბალდი
ჯუზეპე გარიბალდი
  • 1703 : რუსეთის მეფე პეტრე I-მა სანქტ-პეტერბურგი დააარსა შვედებისგან ჩრდილოეთის ომში ინგერმანლანდიის წართმევის შემდეგ.
  • 1860 : ათასის ექსპედიცია: ჯუზეპე გარიბალდი (სურათზე) და მისი წითელპერანგიანები პალერმოზე თავდასხმას აწყობენ.
  • 1923 : ფრანგი ავტომრბოლელები ანდრე ლაგაში და რენე ლეონარდი ლე-მანის 24 საათის პირველი პრიზიორები გახდნენ ლე-მანში, საფრანგეთი.
  • 1937 : მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი „ოქროს კარიბჭე“ გაიხსნა სან-ფრანცისკოში.
  • 1942 : ჩეხების წინააღმდეგობის მებრძოლებმა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში რაიხის უშიშროების მთავარი შტაბის უფროსი რაინჰარდ ჰეიდრიხი სასიკვდილოდ დაჭრეს.
  • 1960 : თურქეთში სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჯელალ ბაიარის მთავრობა გადააყენეს.
  • 2007 : კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოთი რუმინელი რეჟისორი კრისტიან მუნჯუს ფილმი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ დაჯილდოვდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი