შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ტუტანხამონის სარკოფაგზე მისი გამოსახულება
ტუტანხამონის სარკოფაგზე მისი გამოსახულება
ტუტანხამონი — ამონის ცოცხალი ხატება. თავდაპირველად ტუტანხატონი. ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.

დღის სურათი

სიახლეები

ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


3 იანვარი — ამ დღეს...

მარგარეტ ტეტჩერი
მარგარეტ ტეტჩერი
  • 1496 : ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა.
  • 1815 : ავსტრია, პრუსია და რუსეთი საღვთო ალიანსს ქმნიან ევროპული სტატუს-კვოს დასარღვევად.
  • 1921 : თურქეთ-სომხეთის ომი დასრულდა ალექსანდროპოლის ზავით.
  • 1924 : ინგლისელმა მკვლევარმა ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სარკოფაგი აღმოაჩინა მეფეთა ხეობაში, ლუქსორთან, ეგვიპტე.
  • 1925 : ბენიტო მუსოლინი თავს იტალიის დიქტატორად აცხადებს.
  • 1988 : მარგარეტ ტეტჩერი (სურათზე) XX საუკუნეში ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1990 : პანამის ლიდერი მანუელ ნორიეგა ამერიკის ჯარებს ჩაბარდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი