თბილი
იერსახე
ქართული
[რედაქტირება]თბილი
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [tʰbili]
- აუდიო მაგალითი: თბილი ?
- დამარცვლა: თბი·ლი
- პარონიმები: თბილა
მნიშვნელობა
[რედაქტირება]➤ თბილ-ი, თბილ-ის(ა), მრავლობითი: თბილ-ებ-ი, თბილ-ნ-ი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- რასაც სითბო აქვს; არც ცივი და არც ცხელი.
- თბილი წყალი. თბილი საღამო
- ოთარ ჭილაძე , „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“
- „წყალში გაუბედავად შევიდა, მაგრამ წყალი თბილი აღმოჩნდა.“
- რაც სითბოს ინახავს, რაც სიცივისგან კარგად იცავს.
- თბილი ტანსაცმელი. თბილი წინდები
- „ტანისამოსი იქავ თავით ელაგა. ჩაიცვა თბილი წინდები, თბილი ახალუხი, ზედ გადაიცვა კაბა, მოიხვია თავს შავი შალი, გადმოცოცდა ქვეშაგებიდამ, წაჰყო ქოშებში ფეხი და უღონობამ სძლია: ფეხი წინ ვეღარ წასდგა, დაჰბარბაცდა და ცალის ხელით ქვეშაგებს უკანვე გადაებჯინა, - არ წავიქცეო.“
- გადატანითი, გულთბილი, ალერსიანი.:
- თბილი სიტყვა. თბილი ადამიანი
- „თერთმეტი წელიწადი და შვიდი წელიწადი! ეს სრულიად საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ ჩვენი თბილი, გულითადი დამოკიდებულებები მიმვიწყებოდა, ჩემი პროფესიის კაცს ყასაბივით ამეღო დანა და კონვერტები გამეჭრა, მაგრამ!“
- ➤ სინონიმები: თბოგაუმტარი, გულთბილი, გულკეთილი, ალერსიანი, კეთილი, თბილ-თბილი, ნელთბილი
- ➤ ანტონიმები: ცივი, გრილი, გულცივი, გულქვა, გულგრილი
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ წარმოებული სიტყვები: თბილად, თბილა, თბილ-თბილი, თბო-, გულთბილი
თარგმანები
[რედაქტირება]
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 4, სვეტი 354-355, თბილისი, 1955 წელი.
- „თბილი“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი „განათლება“, 1998, გვ. 288
- ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 198.
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 303.