Shortbus
„Shortbus“ (ინგლ. Shortbus, მოკლე ავტობუსი) — ჯონ კამერონ მიტჩელის 2006 წელს გადაღებული კომედიურ-დრამატული ფილმი ემოციურად დატვირთულ თანამედროვე განსხვავებულ ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც ზედმიწევნით ცდილობს ბოჰემურ ნიუ-იორკში პირადი ბედნიერების პოვნას. მოქმედების გმირები თავს იყრიან ბრუკლინის არტისტულ/სექსუალურ სალონში, რომელიც 2000-იანი წლების ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის სხვადასხვა მიმდინარეობათა ყაიდაზეა შექმნილი. მიტჩელის თანახმად, ფილმი ცდილობს სექსი ახალი კინემატოგრაფიული ხერხით წარმოაჩინოს და, შესაბამისად, მასში უხვადაა ფართო სფექტრის ღია სექსუალური სცენები, ტრადიციულიდან ავტოფელაციამდე, რაც კულმინაციას აღწევს ჰომოსექსუალური ორალური სამკუთხედის სცენაში ეროვნული ჰიმნის შესრულებით.
კინოფილმის პრემიერა გაიმართა კანის ფესტივალზე 2006 წლის გაზაფხულზე და რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული ათენის, ციურიხისა და გიჟონის კინოფესტივალებზე. ფილმის პრემიერაზე რეჟისორმა ამაყად განაცხადა, რომ ყველა ორგაზმი ფილმში ნატურალური იყო.