შინაარსზე გადასვლა

PT-76

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PT-76

PT-76
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 14.6
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1951—1969
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1951-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 12000
ზომები
სიგრძე ქვემეხით, მმ 7630
კორპუსის სიგანე, მმ 3150
სიმაღლე, მმ 2325
ჯავშანი
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 25
კორპუსის შუბლი (შუა), მმ/გრად. 20
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. 13
კორპუსის ბორტი, მმ/გრად.' 14
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. 7
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 76.2მმ
ქვემეხის ტიპი ხრახნლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 40
სროლის მანძილი, კმ 1.500 მეტრი
მიზანი ტელესკოპური ТШК-66
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ სგმტ
მობილურობა
ძრავის ტიპი 6 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 240
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი 176
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 44
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ 20-25
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 22—27
გადაადგილების მარაგი, კმ 370-400
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 15,7
აღმართზე გამავლობა, გრად. 38°
კედლის გადალახვა, მ 1.1
თხრილის გადალახვა, მ 2.8

PT-76 — საბჭოთა მსუბუქი ტანკი, რომელსაც გააჩნდა ამფიბიური შესაძლებლობები, პირველად წარმოდგენილ იქნა 50-იანი წლების დასაწყისში და იწარმოებოდა 1969 წლამდე, პტ-76 იშიფრება როგორც „პლავუჩი ტანკ“ („Плавающий Танк“, ამფიბიური ტანკი), 76 კი ქვემეხის კალიბრზე მიუთითებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსუბუქი ტანკის კონცეფტი თავიდან დამუშავდა საბჭოთა კავშირში, მათ ახლა დაზვერვის წარმოების და წყლის დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობები უნდა ჰქონოდათ. ბევრი მსუბუქი ტანკის პროტოტიპი აიგო 40-იან წლებში, მათგან ყველაზე წარმატებული ობიექტი 740 გამოდგა, რომელიც დააპროექტა ინჟინერმა ნ. შაშმურინმა, პირველი პტ-76-ის პროტოტიპი კიროვში აიგო 1950 წელს და იგი შეიარაღებაში მიიღეს 1951 წლის 6 აგვისტოს, წარმოება სტალინგრადში მიმდინაროებდა, ტანკი პირველად მოდიფიცირდა 1957 წელს და მას გაუმჯობესებული ქვემეხი და კომუნიკაციის საშუალებები დაუყენეს, შემდეგი მოდერნიზაცია 1959 წელს მოხვდა, ამჯერად ტანკს ახალი ქვემეხის სტაბილიზატორი დაუყენდა, ამ მოდელს PT-76B ეწოდა, ეს მოდელი 1967 წლამდე იწარმოებოდა.

კონსტრუქციის აღწერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პტ-76-ს ტიპური ტანკისთვის დამახასიათებელი განლაგება აქვს, სამართავი კომპონენტი წინ მდებარეობს, საბრძოლო კომპონენტი ცენტრში, ხოლო ძრავი ტანკის უკანა ნაწილში, ტანკს 3 კაციანი ეკიპაში ჰყავს, რადგან ტანკის მეთაური რადიოს ოპერატორის და მსროლელის ფუნქციასაც ასრულებს, ეს ამცირებს ტანკის ეფექტიანობას საბრძოლო პირობებში, რადგან ტანკის მეთაურს ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია ეკისრება. ტანკის ძირითად შეიარაღებას 76 მილიმეტრიანი ქვემეხი წარმოადგენს, რომლის ეფექტიანი მოქმედების მანძილს 1500 მეტრია, ქვემეხისთვის ძირითადად 40 საბრძოლო ჭურვი არის მოთავსებული ტანკში, ასევე ტანკს გააჩნია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი სგმტ, რომლის საბრძოლო მარაგს 1000 ტყვია შეადგენს. პტ-76 საკმაოდ მსუბუქადაა შეჯავშნული, ჯავშნის მაქსიმალური სისქე კორპუსის ზედა შუბლში 25 მმ-ია, საბოლოო ჯამში ტანკი დაცულია 7.62 მილიმეტრი კალიბრის მქონე ტყვიებისაგან, თუმცა არაა დაცული 0.50 კალიბრის ტყვიებისა ან არტილერიის ჭურვების ნამსხვრევებისაგან.

საბრძოლო გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი და ყველაზე ფართო გამოყენება ტანკმა ვიეტნამის ომი-ს დროს პოვა, ჩრდილო ვიეტნამის არმია ფართოდ იყენებდა პტ-76-ს ომის განმავლობაში, პირველი მასიური გამოყენება 1968 წლის 6/7 თებერვალს მოხვდა, როდესაც 13-მა ჩრდილო ვიეტნამურმა პტ-76-მა ლანგ ვეის სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის შტურმი სცადეს, ბაზას 24 ამერიკელი სპეცრაზმელი, 500 სამხრეთ ვიეტნამელი პარტიზანი და 150 ლაოსის სამეფოს ჯარისკაცი იცავდა, რამდენიმე ტანკის დანაკარგის მიუხედავად, ჩრდილო ვიეტნამელებმა ბაზის ხელში ჩაგდება მოახერხეს, პირველი დაჯახება M48 ტანკსა და პტ-76ს შორის 1968 წლის გაზაფხულზე მოხვდა, როდესაც მდინარე ბენ-ჰაისთან ამერიკულმა მ48 ტანკმა ვიეტნამური პტ-76 გაანადგურა, კიდევ ერთხელ ეს ტანკები 1969 წლის 3 მარტს ბენ-ჰეტთან შეხვდნენ, ბრძოლა ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, ბრძოლის შედეგად განადგურებული იქნა 1 მ48 ტანკი, რომელსაც 76 მილიმეტრიანი ჭურვი კოშკურაში მოხვდა, ასევე განადგურდა ჩრდილო ვიეტნამის სახალხო არმიის 2 პტ-76 და ერთი BTR-50. ასევე ვიეტნამში პტ-76-ების გარკვეული რაოდენობა განადგურდა ამერიული TOW-ს ტიპის რაკეტების მიერ რომლებსაც ვერტმფრენებზე აყენებდნენ.

PT-76-ს იყენებდა ინდოეთიც ინტო-პაკისტანის ომებში. ბრძოლის ველზე ტანკებმა საკმაოდ კარგად იჩინეს თავი და საკმაო რაოდენობის პაკისტანური M24 მსუბუქი ტანკების განადგურება მოახერხეს. ასევე ტანკი გამოიყენებოდა არაბული ქვეყნების მიერ ისრაელ-არაბულ ომებში, 1973 წლის ოქტომბრის ომის დროს ეგვიპტური ტანკები გამოიყენებოდნენ სუეცის არხისა და სხვა წყლის დაბრკოლებეის გადალახვაში. PT-76 ასევე გამოყენებული იქნა ანგოლაში, იუგოსლავიაში, ინდონეზიასა და ერაყში.

  • PT-76 (Ob'yekt 740, 1951)-საბაზო, თავდაპირველი მოდელი.
  • PT-76 (Ob'yekt 740, 1957) -გაუმჯობესებული ვერსია ქვემეხით,რადიოთი და მოდიფიცირებული კლირენსით
  • PT-76B (Ob'yekt 740B, 1959) -კიდევ უფრო გაუმჯობესებული ქვემეხი, მოდიფიცირებული ოპტიკა და ელექტრონიკული კომუნიკაციის საშუალებები, დაემატა ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისაგან დაცვის სისტემა.
  • PT-76A -12.7 მილიმეტრიანი ვერსია საზენიტო ტყვიამფრქვევით
  • PT-76M (Ob'yekt 740M) - ვერსია გაუმჯობესებლი ამფიბიური შესაძლებლობებით

მომხმარებელი ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PT-76&oldid=4188375“-დან