Karabiner 98k
Karabiner 98 kurz | |
---|---|
ტიპი | შაშხანა ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტით |
წარმომავლობის ქვეყანა | ნაცისტური გერმანია |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 1935-დღემდე |
წარმოების ისტორია | |
შექმნის თარიღი | 1935 |
მწარმოებელი | Mauser |
წარმოების პერიოდი | 1935–1945 |
რაოდენობა | 14,600,000+ |
მახასიათებლები | |
წონა | 3.7–4.1 |
სიგრძე | 1,110 |
ლულის სიგრძე | 600 მმ |
| |
ვაზნა | 7.92×57 მმ მაუზერი |
მუშაობის პრინციპი | ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტი |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 760 მ/წმ |
დამიზნების მანძილი |
500 რკინის სამიზნით ≥1,000 სნაიპერული ოპტიკით |
დატენვის სისტემა | 5 ვაზნიანი სავაზნე მჭერი, შიდა მჭიდი |
სამიზნეები | რკინის სამიზნე ან სნაიპერული ოპტიკა |
Karabiner 98 kurz („კარაბინი 98 მოკლე“) — გერმანული მაუზერის შაშხანა ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტით, რომელიც იყენებს 7.92×57მმ მაუზერის ვაზნებს. გვხვდება სხვადასხვა აბრევიატურებით, როგორიცაა: Karabiner 98k, Kar98k ან K98k. 1935 წლის 21 ივნისს ვერმახტმა ის შეიარაღებაში მიიღო. მიუხედავად მოგვიანებით ნახევრად და სრულად ავტომატური შაშხანების გამოშვებისა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, Karabiner 98k მაინც დარჩა ყველაზე გამოყენებად და გავრცელებულ იარაღად გერმანელ ჯარისკაცებს შორის 1945 წლამდე, ომის დასრულებამდე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ამ შაშხანის მილიონობით ეგზემპლარი საბჭოელებმა ჩაიგდეს ხელში და შემდგომ, ცივი ომის პერიოდში, მრავალ პროსაბჭოთა ქვეყანას გაუგზავნეს ის სამხედრო დახმარების სახით. Karabiner 98k დღესაც განაგრძობს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოჩენას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bishop, Chris (1998). The Encyclopedia of Weapons of World War II. New York: MetroBooks. p. 216.