Buffalo Springfield
იერსახე
Buffalo Springfield | |
---|---|
ჯგუფი 1966 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
Buffalo Springfield ვიკისაწყობში |
Buffalo Springfield — ამერიკულ-კანადური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლოს-ანჯელესში 1966 წელს. მის ორიგინალურ შემადგენლობაში შედიოდნენ სტივენ სტილსი (გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი), დიუი მარტინი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი), ბრიუს პალმერი (ელექტრონული ბასი), რიჩი ფიური (გიტარა, ვოკალი) და ნილ იანგი(გიტარა, ჰარმონიკა, ფორტეპიანო, ვოკალი).[1] ჯგუფი იყო ფოლკ-როკის ჟანრის ერთ-ერთი პიონერი. მათი მუსიკა აერთიანებს ფოლკ-როკის და ქანთრი-როკის ელემენტებს. მეორე ალბომით Buffalo Springfield Again მათ სიმღერებში გამოჩნდა ფსიქოდელიური და მძიმე როკის ჟღერადობაც.[2]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- Buffalo Springfield (1966)
- Buffalo Springfield Again (1967)
- Last Time Around (1968)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Expecting To Fly – ჯგუფის ისტორია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tony Russell (1983). Encyclopedia of Rock. Crescent Books, გვ. 161. ISBN 978-0-517-40865-0.
- ↑ Unterberger, Richie. Artist Biography by Richie Unterberger AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 18 February 2016.
|