1 მაისი
იერსახე
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
1 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 121-ე დღე (ნაკიან წლებში - 122-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 244 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 408 : ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა თეოდოსიუს II;
- 1707 : შოტლანდია და ინგლისი გაერთიანდნენ.
- 1776 : გერმანიაში ბავარიელი ილუმინატების საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა.
- 1840 : გამოიცა მსოფლიოს პირველი საფოსტო მარკა „შავი პენი“, დიდი ბრიტანეთი.
- 1851 : ლონდონში დაიწყო დიდი გამოფენა - პირველი მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში.
- 1862 : აშშ-ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ალიანსმა ახალი ორლეანი დაიკავა.
- 1930 : სსრკ-ში ოფიციალურად გაიხსნა თურქესტან-ციმბირის მაგისტრალი.
- 1930 : ნიუ-იორკში გაიხსნა ემპაირ-სტეიტ-ბილდინგი, იმ დროს მსოფლიოში უმაღლესი შენობა.
- 1960 : ინდოეთში შეიქმნა მაჰარაშტრის, პენჯაბის და გუჯარათის შტატები.
- 1982 : ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთმა დაბომბა ავიაბაზა პორტ-სტენლი.
- 2003 : აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა ომის დამთავრება ერაყში.
- 2004 : ევროპის კავშირში 10 ახალი წევრი მიიღეს: კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
- 2008 : აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები შევიდნენ.
- 2009 :
- კეროლ ენ დაფი ბრიტანეთის პირველი ქალი პოეტი-ლაურეატი გახდა ამ ტიტულის 340-წლიან ისტორიაში.
- შვედეთი მეშვიდე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი სქესის წყვილთა ქორწინება ოფიციალურად დაშვებულ იქნა.
- 2011 : ვატიკანში რომის პაპი იოანე-პავლე II ნეტარად შერაცხეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1218 : რუდოლფ I — რომაელ-გერმანელთა მეფე
- 1819 : ჰერმან მელვილი — ამერიკელი მწერალი
- 1857 : მესხი, კოტე — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
- 1879 : სარაჯიშვილი, ვანო — ქართველი მუსიკოსი და ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
- 1905 : კოსტერი, ჰენრი — გერმანელი კინორეჟისორი
- 1905 : წერეთელი, დავით — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი
- 1908 : ბაქრაძე, გიორგი კონსტანტინეს ძე — ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი
- 1916 : ფორდი, გლენ — ამერიკელი კინომსახიობი
- 1917 : დარიე, დანიელ — ფრანგი მსახიობი
- 1924 : აბაშიძე, დავით — ქართველი მსახიობი.
- 1930 : რიცოსი, იანის — ბერძენი პოეტი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 408 : არკადიუსი — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი
- 1572 : პიუს V — რომის პაპი
- 1904 : დვორჟაკი, ანტონინ — ჩეხი კომპოზიტორი
- 1924 : დოდო აბაშიძე — ქართველი მსახიობი
- 1951 : ერისთავი-ხოშტარია, ანასტასია — ქართველი პროზაიკოსი
- 1963 : სამადაშვილი, ნიკო — ქართველი პოეტი.
- 1978 : ხაჩატურიანი, არამ — სომეხი კომპოზიტორი
- 1993 : ბერეგოვუა, პიერ — საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი (თვითმკვლელობა)
- 1994 : სენა, აირტონ — ბრაზილიელი ავტომრბოლელი (ავტოკატასტროფა)
- 2008 : ანტონი მამო — მალტის პირველი პრეზიდენტი
- 2013 : კრის კელი — ჰიპ-ჰოპ დუეტ კრის კროსის წევრი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ბასილი რატიშვილი
- ღირსი იოანე
- მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე
- კოზმან აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი
- იოანე ახალი
- აგრეთვე:
- მშრომელთა საერთაშორისო დღე - აღინიშნება მრავალ ქვეყანაში. შემოღებულ იქნა აშშ-ში 1884 წელს დაწყებული მშრომელთა საერთო სახალხო გაფიცვის გამო.
- აშშ - შემწყნარებლობის დღე (1955)
- მარშალის კუნძულები - დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის დღე (1986)
- ყაზახეთი - ყაზახეთის ხალხთა ერთიანობის დღე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები