შინაარსზე გადასვლა

ჯამასპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამასპი
جاماسپ
სასანიდური ირანის 21-ე შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 496
მმართ. დასასრული: 498
წინამორბედი: კავად I
მემკვიდრე: კავად I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 530-იანები
შვილები: ნარსი
დინასტია: სასანიანები
მამა: პეროზ I
რელიგია: ზოროასტრიზმი

ჯამასპი (სპარს. جاماسپ გ. 540) – სასანიდური ირანის 21-ე შაჰინშაჰი 496-498 წლებში, პეროზ I-ის უმცროსი ვაჟი, კავად I-ის ძმა.

ჯამასპის ცხოვრების შესახებ მცირე რამ არის ცნობილი. 496 წელს აჯანყებულმა არისტოკრატიამ მისი უფროსი ძმა, კავად I ტახტიდან ჩამოაგდო და შაჰინშაჰის ტიტული სწორედ ჯამასპს უბოძა. ჯამასპი იყო ჭკვიანი მმართველი. სახელმწიფოს სტაბილიზაციის მიზნით შეამცირა მოსახლეობაზე დაკისრებული გადასახადები. ხელს უწყობდა მაზდეანობის გავრცელებას იმპერიის სხვადასხვა კუთხეში.

498 წელს სპარსეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. ამბოხებულთა ლიდერი, კავად I ეფთალიტების დახმარებით ქტესიფონში შეიჭრა. ჯამასპი ძმის სასარგებლოთ გადადგა და ცხოვრება სომხეთში განაგრძო. კავად-შაჰმა ჯამასპს სამართავად მამულებიც კი უბოძა. ჯამასპმა ხაზარების წინააღმდეგ გაილაშქრა, წაართვა მათ კავკასიაში დაკავებული ტერიტორიები და სასანიანთა ირანს შეუერთა.

ჯამასპი მისი ძმისშვილის, ხოსრო I-ის მმართველობის პერიოდში გარდაიცვალა. მოგვიანებით, მისმა შთამომავლებმა გილანში დააფუძნეს ფადუსპანიდთა დინასტია, რომელმაც 1598 წლამდე იარსება.

  • Wigram, W. A. (2004). An introduction to the history of the Assyrian Church, or, The Church of the Sassanid Persian Empire, 100–640 A.D. Gorgias Press. ISBN 1-59333-103-7. 
  • Shapur Shahbazi, A. (2005). „SASANIAN DYNASTY“. Encyclopaedia Iranica, Online Edition. ციტირების თარიღი: 30 March 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)