ხველა
იერსახე
ხველა რეფლექსური აქტი, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან (ნახველით, უცხო სხეულით, ანთებითი პროცესის დროს და სხვა). ხველა სასუნთქი გზების დაავადებების (პლევრიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი და სხვა) ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ხველის ცენტრის აგზნებამ (ე. წ. ნერვული ხველა შიშისა და სხვათა დროს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალადაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 476.