შინაარსზე გადასვლა

უბიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უბიკი“

ავტორი ფილიპ კინდრედ დიკი
ენა ამერიკული ინგლისური
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1969

უბიკი (ინგლ. Ubik) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ. კ. დიკის, 1969 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი. მოქმედება მომავლის 1992 წელს მიმდინარეობს, სადაც ექსტრასენსულ უნარებს კორპორატიულ ჯაშუშობაში იყენებენ, ტექნოლოგიების საშუალებით კი გარდაცვლილ ადამიანებს ხანგრძლივი ჰიბერნაციის მდგომარეობაში ამყოფებენ.[1] რომანის პროტაგონისტია ტექნიკოსი ჯო ჩიპი, იგი რეალობაში უცნაური ცვლილებების განცდას იწყებს, რის დროებით შეჩერებაშიც მას მაღაზიაში შეძენილი მისტიური სუბსტანცია უბიკი ეხმარება.[2]

„უბიკი“ დიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნაშრომია. 2009 წელს რომანი მოხვდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო რომანი 1923 წლიდან“.[2]

ინტერპრეტაციები და ანალიზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიკის ყოფილმა მეუღლემ, ტესამ, რომანის შესახებ დაწერა:

უბიკი ღმერთის მეტაფორაა. იგი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი. სპრეის ქილა მხოლოდ კონკრეტული ფორმაა, რომელიც ადამიანებს მისი წვდომას და გამოყენებას უადვილებს. ადამიანებს კი არა ქილაში არსებული სუბსტანცია არამედ, არამედ მათი რწმენა ეხმარებათ, რწმენა იმისა, რომ უბიკი დახმარებას მოუტანთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jordison, Sam. Philip K Dick's Ubik: a masterpiece of malleability (18 March 2014). ციტირების თარიღი: 31 March 2019
  2. 2.0 2.1 Grossman, Lev. "Ubik–All-Time 100 novels". ტაიმი.