შინაარსზე გადასვლა

ტობრუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტობრუკი
არაბ. طبرق‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ელ-ბუტნანი
კოორდინატები 32°04′34″ ჩ. გ. 23°57′41″ ა. გ. / 32.07611° ჩ. გ. 23.96139° ა. გ. / 32.07611; 23.96139
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 120 000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
ტობრუკი — ლიბია
ტობრუკი

ტობრუკი (არაბ. طبرق‎) — საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტის საზღვართან. წარმოადგენს ელ-ბუტნანის რაიონის დედაქალაქს. მოსახლეობა 120 000 ადამიანი (2011).[1]

თავდაპირველად ტობრუკი ძველ ბერძენთა კოლონია იყო, მოგვიანებით კი რომაელთა ციხესიმაგრე, რომელიც კირენაიკის საზღვარს იცავდა.[1] საუკუნეთა მანძილზე, ტობრუკი ასევე ასრულებდა საგზაო სადგურის როლს სანაპირო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საქარავნო გზისთვის.[1] 1911 წელს ქალაქი იტალიელთა სამხედრო პოსტი გახდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 22 იანვარს, იგი მოკავშირეთა ძალებმა, კერძოდ ავსტრალიის მე-6 დივიზიონმა აიღო. ომის შემდგომ, 1960-იან წლებში აღდგენილ ტობრუკს შეემატა საპორტო ტერმინალი, რომელიც სერირის ნავთობის საბადოს მილსადენით დაუკავშირდა.[1]

ლიბიის მეფე იდრის I-ს ტობრუკში სასახლე ჰქონდა. ტრადიციულად, ქალაქი სენუსის სამეფო დინასტიის ძლიერი საყრდენი იყო. ამავე დროს, ქალაქი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც არაბული გაზაფხულის დროს პოლკოვნიკ კადაფის საწინააღმდეგო აჯანყებები დაიწყო. სულ მალე, იგი ლიბიის გარდამავალი საბჭოს მმართველობაში გადავიდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Tobruk" (history), Encyclopædia Britannica, 2006, Britannica Concise Encyclopedia, Concise.Britannica.com BC-Tobruk დაარქივებული 2008-01-02 საიტზე Wayback Machine. .
  2. „Gaddafi defiant as state teeters“. Al Jazeera. 23 February 2011.