შინაარსზე გადასვლა

სირიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიუსი A / B

სირიუს A და სირიუს B, გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით. ქვედა მარცხენა კუთხეში, შესაძლებელია თეთრი ჯუჯის დანახვა. დიფრაქციული სხივები და ერთად თავმოყრილი რგოლები, ინსტრუმენტულ ეფექტებს წარმოადგენენ.
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000.0
თანავარსკვლავედი: დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა: 06სთ 45წთ 08.91728წმ[1]
დახრილობა: -16გრად 42მინ 58.0171სეკ [1]
მანძილი: 8.60 ± 0.04 სინათლის წელი
(2.64 ± 0.01 პარსეკი)
ვარსკვლავიერი სიდიდე: −1.46[2]
სირიუს A
პირდაპირი ასვლა: 06სთ 45წთ 08.917წმ[3]
დახრილობა: −16გრად 42მინ 58.02სეკ [3]
მასა: 2.02 მზის მასა[4]
რადიუსი: 1.711 მზის რადიუსი[4]
სპექტრული ტიპი: A1Vm[5]
სიკაშკაშე: 25.4 მზის სიკაშკაშე[4]
ზედაპირის გრავიტაცია: 4.33 სგწ[6]
ტემპერატურა: 9,940 კელვინი[6]
ვარსკვლავიერი სიდიდე: −1.47[7]
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: −1.47[7]
სირიუს B
პირდაპირი ასვლა: 06სთ 45წთ 09.0წმ[8]
დახრილობა: -16გრად 43მინ 06სეკ [8]
მასა: 0.978 მზის მასა[4]
რადიუსი: 0.0084 ± 3% მზის რადიუსი[9]
სპექტრული ტიპი: DA2[7]
სიკაშკაშე: 0.056 მზის სიკაშკაშე
ზედაპირის გრავიტაცია: 8.57 სგწ[9]
ტემპერატურა: 25,200 კელვინი[4]
ვარსკვლავიერი სიდიდე: 8.44[7]
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: 8.44[7]

სირიუსივარსკვლავთა სისტემა და ცის ყველაზე კაშკაშა, -1.46 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის და კანოპზე ორჯერ მეტი სიკაშკაშის მქონე ვარსკვლავი. სახელწოდება „სირიუსი“ ძველი ბერძნული სიტყვიდან, Σείριος-დან მომდინარეობს და „კაშკაშას“ ან „მცხუნვარეს“ ნიშნავს. ბაიერის აღნიშვნების მიხედვით, იგი აღინიშნება, როგორც ალფა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედისა (α CMa). შეუიარაღებელი თვალი, მას ერთეულ ვარსკვლავად აღიქვამს, თუმცა, სინამდვილეში სირიუსი ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც მოიცავს სპექტრული A1V ტიპის მთავარი მიმდევრობის თეთრ ვარსკვლავს — სირიუს A-ს და სპექტრული DA2 ტიპის თანამგზავრ მკრთალ თეთრ ჯუჯასსირიუს B-ს. მათ შორის არსებული მანძილი, 8.2-31.5 ასტრონომიულ ერთეულს შორის მერყეობს.[10]

დამახასიათებელი სიკაშკაშის და დედამიწასთან სიახლოვის გამო, სირიუსი ნათლად ჩანს. 2.6 პარსეკი (8.6 სინათლის წელი) მანძილით (Hipparcos-ის ხელოვნური თანამგზავრის მიერ განსაზღვრული),[1][11][12] სირიუსი, დედამიწის ერთ-ერთი უახლოესი ვარსკვლავთა სისტემაა. იგი თანდათან უახლოვდება მზის სისტემას, რის გამოც, მომავალი 60 000 წლის განმავლობაში, მისი სიკაშკაშე უმნიშვნელოდ გაიზრდება. აღნიშნული დროის შემდეგ, მისი მანძილი ზრდას დაიწყებს და სირიუსი თანდათან გამკრთალდება, მაგრამ შემდეგი 210 000 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსს.[13]

სირიუს A-ს მასა, დაახლოებით ორჯერ აღემატება მზის მასას. მას 1.42-ის ტოლი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე გააჩნია და მზეზე 25-ჯერ კაშკაშაა,[4] მაგრამ გაცილებით ნაკლები სიკაშკაშის მქონეა ისეთ ვარსკვლავებთან შედარებით, როგორებიცაა, კანოპი და რიგელი. სირიუსის სისტემა, დაახლოებით 200-300 მილიონი წლისაა.[4] თავდაპირველად, იგი ორი კაშკაშა მოლურჯო ვარსკვლავისგან შედგებოდა. დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ, თეთრ ჯუჯად დაშლამდე და გარე შრეების ჩამოშლამდე, სირიუს B, წითელი გიგანტი გახდა.[4]

იმ თანავარსკვლავედის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელშიც სირიუსი მდებარეობს (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი), სისტემა ასევე ცნობილია, როგორც „ქოფაკის ვარსკვლავი[14]. ძველ ეგვიპტეში, სირიუსის მზესთან ერთად გამოჩენა, ნილოსის ადიდების ნიშანი იყო, ძველი ბერძნებისთვის კი — ზაფხულში „ძაღლის დღეების“ (ცხელი, დახშული ჰაერის მქონე დღეები) გახშირებას ნიშნავდა მაშინ, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში, პოლინეზიელებისთვის ზამთარს მოასწავებდა და მნიშვნელოვან მითითებას წარმოადგენდა წყნარი ოკეანის გარშემო ნავიგაციისთვის.

დაკვირვების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
X1
N14
M44
სირიუსის/სოპდეტის
იეროგლიფი

სირიუსი (ეგვიპტეში ცნობილი, როგორც — სოპდეტი, ბერძნულად — სოთისი), მოხსენიებულია ადრეულ ასტრონომიულ ჩანაწერებში. შუა სამეფოს ეპოქაში, ეგვიპტელები, საკუთარ კალენდარს სირიუსის გამოჩენის დროზე აფუძნებდნენ, კერძოდ, იგი ხილვადი ხდება მზის ამოსვლამდე, მზის ელვარებიდან საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილების შემდგომ. სირიუსი ყოველ 70-ე დღეს ჩნდებოდა[15] და ეს მოვლენა, ნილოსის ყოველწლიური ადიდებას და ზაფხულის ნაბუნიობასაც სდევდა თან[16]. სოთისის იეროგლიფზე წარმოდგენილია ვარსკვლავი და სამკუთხედი. მას ხშირად აიგივებდნენ ძველი ეგვიპტის უზენაეს ღვთაებასთან — ისიდასთან, რომელიც ტრიადის ერთ-ერთი წევრი იყო (ქმართან — ოსირისთან და შვილთან — ჰოროსთან ერთად), ხოლო 70 დღიანი პერიოდი, ისიდას და ოსირიუსის დუატში (ეგვიპტური ქვესკნელი) ყოფნის სიმბოლო იყო.[15]

ძველი ბერძნებისთვის, სირიუსის მზის თანხლებით გამოჩენა ცხელ და მშრალ ზაფხულს მოასწავებდა, რაც მათში იმის შიშს იწვევდა, რომ იგი მცენარეების ჭკნობას, მამაკაცების დასუსტებას და ქალების გააქტიურებას გამოიწვევდა.[17] სიკაშკაშის გამო, სირიუსი, ზაფხულის დასაწყისის ცვალებადი ამინდის დროს უფრო მეტად მოციმციმე იყო. ბერძენი დამკვირვებლებისთვის, ეს ფაქტი, გარკვეულ საზიანო თვისებების მქონე გამოსხივებებს მოასწავებდა. ადამიანებს, რომლებიც სირიუსის ასეთ ზეგავლენას განიცდიდნენ, ასტრობოლეტებს (ბერძნ. ἀστροβόλητος) ან „ვარსკვლავის მიერ დამარცხებულებს“ უწოდებდნენ. ლიტერატურაში, სირიუსი აღწერილი იყო, როგორც „მწველი“ ან „კაშკაშა“.[18] ვარსკვლავის გამოჩენის შემდგომ სეზონს, „ზაფხულის ძაღლის დღეებს“ უწოდებდნენ.[19] კუნძულს კეას მცხოვრებნი ეგეოსის ზღვაზე, სირიუსს და ზევსს მსხვერპლს სთავაზობდნენ, ცივი ნიავის სანაცვლოდ და ვარსკვლავის შემდგომ გამოჩენას ზაფხულში ელოდნენ. თუ ვარსკვლავი ნათლად გამოჩნდებოდა, ბედნიერებას მოასწავებდა, ხოლო სირიუსის ნისლიანობა ან სიმკრთალე, შავი ჭირის ეპიდემიას წინასწარმეტყველებდა. ძვ.წ. III საუკუნის მონეტებზე, გამოსახულია ძაღლები ან ვარსკვლავები სხივებით, რაც სირიუსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.[18] რომაელები, სირიუსის მზესთან ერთად გამოჩენას 25 აპრილს ან მის წინა/მომდევნო დღეებში აღნიშნავდნენ, ღვთაებას — რობიგოს მსხვერპლად სწირავდნენ ძაღლს, ღვინოს და ცხვარს იმ მოლოდინით, რომ იმ წელს, ვარსკვლავის გამოსხივება არ დააზიანებდა ხორბლის მოსავალს.[20]

ალექსანდრიელმა ასტრონომმაპტოლემემ, საკუთარი ალმაგესტის VII და VIII წიგნებში, ვარსკვლავები რუკაზე გადაიტანა, სადაც სირიუსი, გლობუსის მთავარი მერიდიანის ადგილმდებარობა იყო. მან უცნაურად მიიჩნია სირიუსი ექვსიდან ერთ-ერთ წითელი ფერის ვარსკვლავად. დანარჩენი ხუთი მათგანი, M და K კლასის ვარსკვლავებია, რომელთა შორისაა არქტური და ბეთელჰეიზე.[21]

კაშკაშა ვარსკვლავებს, ძველი პოლინეზიელებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნდათ — ისინი, მათ წყნარი ოკეანის მრავალ კუნძულსა და ატოლებს შორის ნავიგაციისთვის იყენებდნენ. ჰორიზონტის ქვემოთ, ისინი, მეზღვაურებისთვის ვარსკვლავურ კომპასს წარმოადგენდნენ და ეხმარებოდათ გარკვეულ ადგილამდე მიღწევასა და განედების მონიშვნაში. სირიუსის დახრილობა, ფიჯის არქიპელაგის განედს ემთხვევა (17°).[22] სირიუსი, „მანუდ“ წოდებული დიდი ფრინველის გალაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა, კანოპთან, როგორც სამხრეთი კიდე და პროციონთან ერთად, როგორც ჩრდილოეთი კიდე, რომელიც პოლინეზიის ღამის ცას ორ ნახევარსფეროდ ჰყოფდა.[23] საბერძნეთში, სირიუსის დილის ცაზე გამოჩენა, ზაფხულის დადგომის ნიშანი იყო, მაორისთვის კი — ზამთრის გრილ დასაწყისს აღნიშნავდა, რომელთა სახელი Takurua-ც, ვარსკვლავს და სეზონს აღწერდა. მისი კულმინაცია, ზამთრის ნაბუნიობის დროს, ჰავაიში დღესასწაულად ითვლებოდა და ცნობილი იყო, როგორც Ka'ulua — „სამოთხის დედოფალი“. ძველ პოლინეზიურ ჩანაწერებში, მრავალი სხვა სახელია მოხსენიებული: მარკიზის კუნძულებზე — Tau-ua, ახალ ზელანდიაში — Rehua, ტაიტიზეTa'urua-fau-papa და Ta'urua-e-hiti-i-te-tara-te-feiai.[24] ჰავაიელებს, სირიუსისთვის მრავალი სახელწოდება ჰქონდათ — Aa (კაშკაშა),[25] Hoku-kauopae,[26] Kau-ano-meha (ასევე Kaulanomeha), „მარტო და წმინდა“,[26][27] Hiki-kauelia ან Hiki-kauilia (სანავიგაციო სახელი), Hiki-kau-lono-meha (ასტრონომიული სახელი),[28] Kaulua (ასევე Kaulua-ihai-mohai, „სამოთხეების ყვავილი“),[29] Hoku-hoo-kele-waa („ვარსკვლავი, რომელიც კანოეს ცურვის საფუძველია“, სააზღვაო სანავიგაციო სახელი)[30] და Kaulua-lena („ყვითელი ვარსკვლავი“).[29]. საზოგადოების კუნძულებზე დასახლებული ადამიანები, სირიუსს სხვადასხვა სახელწოდებებით მოიხსენიებდნენ — Taurua-fau-papa, Taurua-nui-te-amo-aha და Taurua-e-hiti-i-tara-te-feiai. სირიუსის სხვა სახელებში შედიოდნენ — Palolo-mua (ფუტუნა), Mere (მანგაია), Apura (მანიჰიკი), Taku-ua (მარკიზის კუნძულები) და Tokiva (პუკაპუკა). ტუამოტუს კუნძულების კოსმოლოგიაში, სირიუსს რამდენიმე სახელწოდება ჰქონდა: Takurua-te-upuupu,[26] Te Kaha („ქოქოსის ბოჭკო“),[31] Te Upuupu[32] და Taranga[33] და Vero-ma-torutoru.[34]

ვიქტორიას შტატის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები აბორიგენები, სირიუსს Warepil-ს უწოდებდნენ.[35]

1718 წელს, ედმუნდ ჰალეიმ, ამჟამინდელი და ალმაგესტში ჩაწერილი ასტრომეტრიული საზომი სისტემების შედარებით, იმ ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობა აღმოაჩინა, რომელთაც მანამდე უძრავად მიიჩნევდნენ.[36] მან შეამჩნია, რომ კაშკაშა ვარსკვლავები — ალდებარანი, არქტური და სირიუსი მნიშვნელოვნად იყვნენ გადაადგილებულნი. 1800 წლის განმავლობაში, სირიუსი, 30 კუთხური წუთით (დაახლოებით მთვარის დიამეტრის ტოლი მანძილი) გადაადგილდა, სამხრეთის მიმართულებით.[37]

1868 წელს, სირიუსი პირველი ვარსკვლავი გახდა, რომლის სიჩქარეც გამოთვალეს. ინგლისელმა ასტრონომმაუილიამ ჰაგინსმა, დაათვალიერა მისი სპექტრი და დააკვირდა თვალსაჩინო წითელ ძვრას. ჰაგინსმა დაასკვნა, რომ სირიუსი, დაახლოებით 40 კმ/წმ სიჩქარით შორდებოდა მზის სისტემას.[38][39] იქიდან გამომდინარე, რომ სირიუსი არათუ შორდება, არამედ უახლოვდება მზეს და თანაც −5,5 კმ/წმ სიჩქარით (მინუსის ნიშანი აღნიშნავს, რომ იგი მზეს უახლოვდება), ინგლისელი ასტრონომის შეფასება გადაჭარბებულად ითვლება.

1698 წელს,კრისტიან ჰიუიგენსმა, სირიუსამდე მანძილი შემდეგნაირად შეაფასა — 27 664 დედამიწიდან მზემდე მანძილი (დაახლოებით 0.437 სინათლის წელი).[40]

სირიუსის ვარსკვლავური პარალაქსი თომას ჰენდერსონმა განსაზღვრა, 1832-1833 წლებში საკუთარ და 1836-1837 წლებში თომას მაკლირის მიერ ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით და გამოაქვეყნა 1839 წელს. მისი სიდიდე 0.23 კუთხური წამი იყო.

ამასთანავე არსებობდა რამდენიმე ადრეული მცდელობა სირიუსის პარალაქსის განსასაზღვრად: ჟაკ კასინის მიერ (6 წამი); რამდენიმე ასტრონომის (მათ შორის, ნევილ მასკელაინი)[41] მიერ, ნიკოლა ლუი დე ლაკაილის კეთილი იმედის კონცხზე ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით (4 წამი); ჯუზეპე პიაცის მიერ (4 წამი); ლაკაილის მიერ პარიზში ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით (არააღქმადი პარალაქსი); ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელის მიერ (არააღქმადი პარალაქსი).[42]

თანამგზავრის აღმოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სირიუს A-ს და სირიუს B-ს იმიტირებული გამოსახულება

1844 წელს, სირიუსის საკუთარ მოძრაობაში შემჩნეული ცვლილებებიდან, გერმანელმა ასტრონომმა — ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელმა, გამოიტანა დასკვნა, რომ ვარსკვლავს უხილავი თანამგზავრი ახლდა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, 1862 წლის 31 იანვარს, ამერიკელი ასტრონომი და ტელესკოპების შემქმნელი, ალვან გრეიამ კლარკი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც მკრთალ თანამგზავრს — სირიუს B-ს დააკვირდა.[43] ეს მოხდა 18.5 ინჩიანი (470 მმ) ლინზის მქონე დიდი რეფრაქტერული ტელესკოპის დერბორნის ობსერვატორიისთვის შემოწმების დროს, რომელსაც იმ დროისთვის უდიდესი რეფრაქტერული ტელესკოპის ობიექტივი ჰქონდა და ყველაზე დიდი ტელესკოპი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. სირიუს B-ს არსებობა დამტკიცდა იმავე წლის 8 მარტსაც, შედარებით მცირე ზომის ტელესკოპით.[44]

ხილვადი ვარსკვლავი ზოგჯერ ცნობილია, როგორც სირიუს A. 1894 წლიდან, სირიუსის სისტემაში აშკარა ორბიტალურ შეუსაბამობებს აკვირდებოდნენ, რაც ვარსკვლავის მესამე, ძალიან მცირე ზომის თანამგზავრის არსებობაზე მიუთითებდა, მაგრამ ეს მოსაზრება არ დამტკიცებულა. მონაცემებთან ყველაზე მორგებული, სირიუს A-ს გარშემო ექვსი წლის ორბიტის არსებობა და 0.06 მზის მასის ქონა იყო. ეს ვარსკვლავი, თეთრ ჯუჯა სირიუს B-სთან შედარებით 5-10 სიდიდით მკრთალი იქნებოდა, რომელზე დაკვირვებაც სირთულეებით იქნებოდა მოცული.[45] 2008 წელს გამოქვეყნებული დაკვირვების მონაცემებით, შეუძლებელი იყო ობიექტის რაობის დადგენა — მესამე ვარსკვლავი, თუ პლანეტა. 1920 წელს დამტკიცებული მონაცემებით, „მესამე ვარსკვლავი“ ფონურ ობიექტს წარმოადგენს.[46]

1915 წელს, ამერიკელი ასტრონომი უოლტერ სიდნი ადამსი, მაუნტ-უილსონის ობსერვატორიის 60 ინჩიანი (1.5 მ) რეფლექტორით დააკვირდა სირიუს B-ს სპექტრს და გაარკვია, რომ იგი მკრთალი, მოთეთრო ვარსკვლავი იყო.[47] ამ აზრმა, ასტრონომები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ იგი თეთრი ჯუჯა იყო, იმ დროისთვის აღმოჩენილი მეორე თეთრი ჯუჯა.[48] სირიუს A-ს დიამეტრი, პირველად რობერტ ჰენბერი ბრაუნმა და რიჩარდ თვისმა, 1959 წელს, ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორიაში, ვარსკვლავური ინტენსივობის ინტერფერომეტრის მეშვეობით განსაზღვრეს.[49] 2005 წელს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სირიუს B-ს დიამეტრი, დაახლოებით დედამიწის დიამეტრის ტოლია — 12 000 კმ, ხოლო მასა — მზის მასის 98 %-ს შეადგენს.[50]

აზრთა სხვადასხვაობა წითელ შეფერილობაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 150 წელს, ბერძენმა ასტრონომმა, პტოლემემ სირიუსი აღწერა, როგორც მოწითალო ვარსკვლავი ხუთი ნარინჯისფერი ან წითელი შეფერილობის მქონე ვარსკვლავთან — ბეთელჰეიზესთან, ანტარესთან, ალდებარანთან, არქტურთან და პოლუქსთან ერთად.[51] შეუსაბამობა პირველად მოყვარულმა ასტრონომმა, თომას ბარკერმა შეამჩნია, რომელმაც მოამზადა სამეცნიერო მოხსენება და 1760 წელს, ლონდონის სამეფო საზოგადოებას წარუდგინა.[52] ზოგიერთ ვარსკვლავში, სიკაშკაშის დონის შეცვლის უნარის არსებობამ გაამყარა იდეა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი, შესაძლოა, შეფერილობასაც იცვლის. ჯონ ჰერშელმა, ეს 1839 წელს შეამჩნია, სავარაუდოდ, 1837 წელს შემჩნეული გემის ხერხემლის ეტას (η გემის ხერხემალი — ვარსკვლავური სისტემა) გავლენით.[53] 1892 წელს, თომას ჯეფერსონ-ჯეკსონ-სიმ, სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და განაახლა დისკუსია წითელი სირიუსის შესახებ, 1926 წელს კი — საბოლოო რეზიუმე გამოსცა.[54] იგი დაეთანხმა არა მხოლოდ პტოლემეს, არამედ, პოეტ არატეს, ორატორ ციცერონის და მხედარმთავარ გერმანიკუსის მოსაზრებას სირიუსის წითელი შეფერილობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილთაგან სამი უკანასკნელი ასტრონომი არ იყო.[55] ლუციუს ანეუს სენეკამ, სირიუსი აღწერა, როგორც მარსზე მეტად წითელი. თუმცა, ყველა ანტიკური ხანის დამკვირვებელი არ მიიჩნევდა სირიუსს წითლად — პირველი საუკუნის პოეტი, მარკუს მანილიუსი და მეოთხე საუკუნის მწერალი — ავიენუსი თვლიდნენ[56], რომ სირიუსი ზღვისფერი ლურჯი შეფერილობის იყო. ძველ ჩინეთში, ყველა მიიჩნევდა, რომ ვარსკვლავი თეთრი იყო. ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VII საუკუნემდე პერიოდში შექმნილ ჩინურ ჩანაწერებში, იგი მოხსენიებულია, როგორც თეთრი შეფერილობის ვარსკვლავი.[57]

[58]

1985 წელს, გერმანელმა ასტრონომებმა, უოლფარდ შლოსერმა და უორნერ ბერგმანმა, გამოაქვეყნეს VIII საუკუნის ლომბარდიული ხელნაწერის განხილვა, რომელიც მოიცავდა გრიგოლ ტურელის De cursu stellarum ratio-ს. ლათინურ ტექსტში მოცემული იყო ღამის ლოცვების დრო ვარსკვლავების პოზიციიდან და სირიუსი დახასიათებული იყო, როგორც rubeola — მოწითალო. ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ეს აღწერა შესაძლოა ყოფილიყო იმის მტკიცებულება, რომ იმ დროისთვის, სირიუს B წითელი გიგანტი იყო.[59] თუმცა, სხვა სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ ტურელი არა სირიუსს, არამედ — არქტურს გულისხმობდა.[60][61]

იმის შესაძლებლობა, რომ სირუს A-ს ან სირიუს B-ს ვარსკვლავური ევოლუცია ამ შეუსაბამობის მიზეზი იყო, ასტრონომებმა უარჰყვეს იმის საფუძველზე, რომ ათასობით წლის დროის მასშტაბი ძალიან მცირეა და სისტემაში არ არის ნისლიანობის ნიშანი, რომელიც ასათი ცვლილების არსებობაზე მიგვანიშნებდა.[62] მესამე ვარსკვლავთან ურთიერთქმედება, წითელი შეფერილობის ერთ-ერთ შესაძლებლობად მიიჩნეოდა.[63] არსებობს ალტერნატიური ახსნებიც, რომელთა მიხედვითაც, სირიუსის აღწერა როგორც წითელი, პოეტური მეტაფორა იყო იღბლიანობისთვის, ან ვარსკვლავი ამოსვლისას დამკვირვებელზე წითელი შეფერილობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰორიზონტთან ყოფნის დროს, შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებისას, ვარსკვლავი წითელი, თეთრი და ლურჯი შეფერილობებით ციალებს.[62]

−1.46 ვარსკვლავიერი სიდიდით, სირიუსი ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთა სისტემაა — თითქმის ორჯერ მეტი სიკაშკაშის მქონე, ვიდრე კანოპი.[64] თუმცა, იგი არ არის მთვარეზე, ვენერაზე, იუპიტერზე, მერკურზე ან მარსზე მეტად კაშკაშა.[65] სირიუსი, დედამიწის ზედაპირზე თითქმის ყველა ადგილას ხილვადია, მხოლოდ ჩრდილოეთი განედის 73°-დან არის შეუძლებელი მასზე დაკვირვება და ზოგიერთ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, მისი დანახვა ჰორიზონტიდან არც თუ ისე ზემოთ არის შესაძლებელი. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში, სირიუსი ჰორიზონტის ზემოთ მხოლოდ 13°-მდე აღწევს.[66] სირიუსი, პროციონთან და ბეთელჰეიზესთან ერთად, ზამთრის სამკუთხედის სამი წვეროდან ერთ-ერთს აყალიბებს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყოფი დამკვირვებლებისთვის.[67] −17° დახრილობიდან გამომდინარე, იგი გარეპოლარული ვარსკვლავია, სამხრეთი განედის 73°-დან. ივლისის დასაწყისში, სამხრეთი ნახევარსფეროდან, სირიუსის ხილვა დღის მანძილზე ორჯერაა შესაძლებელი — საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ მკრთალდება და დილით, როცა მზის ამოსვლამდე ჩნდება.[68] პრეცესიის გამო, მომავალში, სირიუსი სამხრეთით დაიწყებს გადაადგილებას. 9000 წლის დასაწყისისთვის, სირიუსი აღარ იქნება ხილვადი ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპიდან, ხოლო 14 000 წელს, მისი დახრილობა -67° გახდება, რის გამოც, იგი გარეპოლარული ვარსკვლავი გახდება სამხრეთი აფრიკის მასშტაბით და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში.

სწორად დაკვირვების შემთხვევაში, სირიუსზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით, დღის სინათლეზეც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ცა უნდა იყოს საკმაოდ მოწმენდილი, დამკვირვებელი უნდა იმყოფებოდეს რაც შეიძლება მეტი გრადუსული ზომის მქონე განედზე, ვარსკვლავი უნდა კაშკაშებდეს ზემოთ, ხოლო მზე — ქვემოთ, ჰორიზონტზე უნდა იყოს.[69] სირიუსის სამხრეთით დახრილობის გამო, სამხრეთ ნახევარსფეროში, აღნიშნული დასაკვირვებელი მდგომარეობები შედარებით ადვილია.

სირიუსის ორმაგ ვარსკვლავთა სისტემის ორბიტალური მოძრაობა, ორივე შემადგენელ ვარსკვლავს მინიმუმ 3-ის და მაქსიმუმ 11 კუთხური წამის კუთხურ მანძილს ანიჭებს. უახლოეს მიახლოების წერტილში, დაკვირვების გამოწვევაა თეთრი ჯუჯის გარჩევა მისი უფრო მეტად კაშკაშა თანამგზავრისგან, რაც მინიმუმ 300 მმ ლინზის მქონე ტელესკოპს და დაკვირვებისთვის შესაფერის პირობებს მოითხოვს. 1994 წელს, დაფიქსირდა პერიასტრონი და მას შემდეგ, ვარსკვლავები განცალკევებულად მოძრაობენ, რაც მათ გარჩევადობას აადვილებს.[70]

2.6 პარსეკ (8.6 სინათლის წელი) მანძილზე, სირიუსის სისტემა მოიცავს მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მდებარე რვა ვარსკვლავიდან ორს (მზის გარდა)[71] და რიგით მე-15 უახლოესი ვარსკვლავური სისტემაა (მზის გარდა)[71] ჩვენს ვარსკვლავურ სისტემასთან. ეს სიახლოვე მისი სიკაშკაშის მთავარი მიზეზია, ალფა კენტავრის და სუპერგიგანტების — კანოპის, რიგელის და ბეთელჰეიზეს მსგავსად.[72] სირიუსი 25-ჯერ კაშკაშაა, ვიდრე მზე.[4] მისი უახლოესი და ამავდროულად უდიდესი ვარსკვლავია პროციონი— 1.61 პარსეკ (5.24 სინათლის წელი) მანძილზე.[73] კოსმოსური ხომალდი ვოიაჯერ 2, გაეშვა 1977 წელს, მზის სისტემის ოთხი გიგანტური პლანეტის შესასწავლად და მიიჩნევა, რომ დაახლოებით 296 000 წელიწადში, იგი სირიუსს 4.3 სინათლის წლის (1.3 პარსეკი) მანძილზე ჩაუვლის.[74]

ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული სურათი. სირიუს B სინათლის წყაროს წარმოადგენს და ჩრდილავს თავის კაშკაშა თანამგზავრს.

სირიუსი ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც მოიცავს ორ თეთრ, ერთმანეთის გარშემო მბრუნავ ვარსკვლავს, რომლებიც ერთმანეთისგან 50.1 წლის პერიოდით და 20 მზესა და ურანს შორის არსებული მანძილით არიან დაშორებულნი. მეტად კაშკაშა ვარსკვლავი — სირიუს A, მთავარი მიმდევრობის, სპექტრული A1V ტიპის ვარსკვლავია, 9.940 კელვინი ზედაპირის ტემპერატურით.[6] მისი თანამგზავრი, სირიუს B, წარმოადგენს ვარსკვლავს, რომელიც უკვე ჩამოშორდა მთავარ მიმდევრობას და თეთრი ჯუჯა გახდა. 10 000-ჯერ ნაკლები სიკაშკაშით ვიზუალურ სპექტრში, სირიუს B, ორივე ვარსკვლავზე მეტად მასიური იყო.[75] სისტემის ასაკი დაახლოებით 230 მილიონი წელია. ადრეულ პერიოდში, მიიჩნეოდა, რომ სისტემა ორ მოლურჯო-თეთრ, ყოველ 9,1 წელიწადში ერთმანეთის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მბრუნავ ვარსკვლავს მოიცავდა.[75] IRAS-ის კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემებით, სირიუსი იმაზე მეტად ასხივებს, ვიდრე ინფრაწითელი რადიაცია. შესაძლოა, ეს მიუთითებს სისტემაში მტვრის არსებობაზე, რაც ორმაგი ვარსკვლავისთვის უჩვეულოა.[73][76] ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული სურათი აჩვენებს, რომ სირიუს B რენტგენული გამოსხივების წყაროს მსგავსად ჩრდილავს თავის კაშკაშა თანამგზავრს.[77]

სირიუს A და სირიუს B.

სირიუს A-ს მასა 2 მზის მასის ტოლია.[4][78] ასტრონომიული ინტერფერომეტრის მეშევეობით, გამოთვლილ იქნა მისი რადიუსი, რომლის მიხედვითაც, მისი სავარაუდო კუთხური დიამეტრი 5.936±0.016 მილიკუთხური წამია. სირიუს A-ს სავარაუდო ბრუნვის სიჩქარე შედარებით დაბალი — 16 კმ/წმ-ია.[79] ამის მიხედვით, იგი ვეგასთან (ქნარის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი) შედარებით, უკიდურესად განსხვავებულია, რადგან აღნიშნულის ბრუნვის სიჩქარე 274 კმ/წმ-ია და თვალსაჩინოდაა ამოზნექილი საკუთარ ეკვატორზე.[80] სირიუს A-ს ზედაპირზე გამოვლინდა სუსტი მაგნიტური ველის არსებობა.[81]

ვარსკვლავური მოდელებიდან გამომდინარე, ვარსკვლავი მოლეკულური ღრუბლის დაშლის დროს წარმოიქმნა და 10 მილიონი წლის შემდეგ, შინაგანი ენერგია ბირთვული რეაქციების შედეგად მიიღო.[82] მიიჩნევა, რომ წარმოქმნიდან მილიარდი წლის შემდეგ, სირიუს A-ს მთლიანად ამოეწურება საკუთარ ბირთვში არსებული წყალბადის მარაგი. ამ შემთხვევაში, იგი გაივლის წითელი გიგანტის ეტაპს და თეთრი ჯუჯა გახდება.

დაახლოებით მზის მასის ტოლი მასით (0.98), სირიუს B ცნობილ თეთრ ჯუჯებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასიურია. მისი ზედაპირის ამჟამინდელი ტემპერატურაა 25 200 კელვინი.[4] თუმცა, იმის გამო, რომ იქ არ არის შინაგანი სითბოს წყარო, ორ მილიარდ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სირიუს B-ს სითბო კოსმოსში რადიაციის სახით გამოსხივდება და მისი ტემპერატურა კლებას დაიწყებს.[83]

თეთრი ჯუჯა ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა ვარსკვლავი მთავარ მიმდევრობას ჩამორჩება და წითელი გიგანტის ეტაპს გაივლის. ეს მოხდა მაშინ, როცა სირიუს B ამჟამინდელი ასაკის ნახევარზე ნაკლები ასაკის იყო, დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ. თავდაპირველი ვარსკვლავის მასა, სავარაუდოდ, 5 მზის მასა იყო[4] და იგი B4–5 ტიპის ვარსკვლავს წარმოადგენდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ მიმდევრობას ეკუთვნოდა.[84][85] როცა ვარსკვლავმა წითელი გიგანტის ეტაპი გაიარა, შესაძლოა, საკუთარი თანამგზავრი მეტალურობით გაამდიდრა.

  • Brosch, Noah (2008). Sirius Matters. Springer. ISBN 1-4020-8318-1. 
  • Holberg, J.B. (2007). Sirius: Brightest Diamond in the Night Sky. Chichester, UK: Praxis Publishing. ISBN 0-387-48941-X. 
  • Makemson, Maud Worcester (1941). The Morning Star Rises: An Account of Polynesian Astronomy. Yale University Press. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 van Leeuwen, F. (November 2007), "Validation of the new Hipparcos reduction", Astronomy and Astrophysics 474 (2): 653–664
  2. Warren, Jr., W. H.. Entry for HR 2491. Bright Star Catalogue, 5th Revised Ed. (Preliminary Version)''. Centre de Données astronomiques de Strasbourg (1991). ID V/50.
  3. 3.0 3.1 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  5. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  6. 6.0 6.1 6.2 Adelman, Saul J. (July 8–13, 2004). „The Physical Properties of normal A stars“. Proceedings of the International Astronomical Union. Poprad, Slovakia: Cambridge University Press. pp. 1–11.
  7. 7.0 7.1 7.2 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  8. 8.0 8.1 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  9. 9.0 9.1 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  10. Schaaf, Fred (2008). The Brightest Stars. Hoboken, New Jersey: John Wiley & Sons, გვ. 94. ISBN 0-471-70410-5. ციტირების თარიღი: 2010-07-23. 
  11. Perryman, M. A. C.; Lindegren, L.; Kovalevsky, J. (July 1997), "The Hipparcos Catalogue", Astronomy and Astrophysics 323: L49–L52
  12. Perryman, Michael (2010), "The Making of History's Greatest Star Map", Astronomers' Universe, Astronomers’ Universe (Heidelberg: Springer-Verlag), ISBN 978-3-642-11601-8
  13. Sky and Telescope, April 1998 (p60), based on computations from Hipparcos data.
  14. Hinckley, Richard Allen (1899). Star-names and Their Meanings. New York: G. E. Stechert, გვ. 117–25. 
  15. 15.0 15.1 Holberg 2007, pp. 4–5
  16. Wendorf, Fred (2001). Holocene Settlement of the Egyptian Sahara: Volume 1, The Archaeology of Nabta Plain (Google Book Search preview), Springer, გვ. 500. ISBN 0-306-46612-0. ციტირების თარიღი: 2008-05-16. 
  17. Holberg 2007, p. 19
  18. 18.0 18.1 Holberg 2007, p. 20
  19. Holberg 2007, pp. 16–17
  20. Ovid. Fasti IV, lines 901–942.
  21. Holberg 2007, p. 32
  22. Holberg 2007, p. 25
  23. Holberg 2007, pp. 25–26
  24. Henry, Teuira (1907). „Tahitian Astronomy: Birth of Heavenly Bodies“. The Journal of the Polynesian Society. 16 (2): 101–04. JSTOR 20700813.
  25. Makemson 1941, p. 198.
  26. 26.0 26.1 26.2 Makemson 1941, p. 280.
  27. Makemson 1941, p. 218.
  28. Makemson 1941, p. 207.
  29. 29.0 29.1 Makemson 1941, p. 219.
  30. Makemson 1941, p. 209.
  31. Makemson 1941, p. 214.
  32. Makemson 1941, p. 265.
  33. Makemson 1941, p. 257.
  34. Makemson 1941, p. 266.
  35. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).[მკვდარი ბმული]
  36. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  37. Holberg 2007, pp. 41–42
  38. Daintith, John; Mitchell, Sarah; Tootill, Elizabeth; Gjertsen, D. (1994). Biographical Encyclopedia of Scientists. CRC Press, გვ. 442. ISBN 0-7503-0287-9. 
  39. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  40. Huygens, Christiaan, ΚΟΣΜΟΘΕΩΡΟΣ, sive De terris cœlestibus (The Hague, 1698) დაარქივებული 2020-10-03 საიტზე Wayback Machine. , p. 137.
  41. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil). Google Books id: zBdWAAAAYAAJ — page 889
  42. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  43. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  44. (1863) Appletons' annual cyclopaedia and register of important events of the year: 1862. New York: D. Appleton & Company, გვ. 176. 
  45. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil). – For the instability of an orbit around Sirius B, see § 3.2.
  46. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  47. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  48. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  49. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  50. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  51. Holberg 2007, p. 157
  52. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  53. Holberg 2007, p. 158
  54. Holberg 2007, p. 161
  55. Holberg 2007, p. 162
  56. Holberg 2007, p. 163
  57. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  58. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  59. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  60. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  61. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  62. 62.0 62.1 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  63. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  64. Holberg 2007, p. xi
  65. Espenak, Fred. Mars Ephemeris. Twelve Year Planetary Ephemeris: 1995–2006, NASA Reference Publication 1349. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-13. ციტირების თარიღი: 2016-10-19.
  66. Holberg 2007, p. 82
  67. Darling, David. Winter Triangle. The Internet Encyclopedia of Science. ციტირების თარიღი: 20 October 2007.
  68. Stories from the Stars. Stargazers Astronomy Shop (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 17 December 2008.
  69. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  70. Mullaney, James. (March 2008) Orion's Splendid Double Stars: Pretty Doubles in Orion's Vicinity. Sky & Telescope. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  71. 71.0 71.1 Henry, Todd J.. (1 July 2006) The One Hundred Nearest Star Systems. RECONS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2006.
  72. The Brightest Stars. Royal Astronomical Society of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2007-12-14.
  73. 73.0 73.1 Sirius 2. SolStation. ციტირების თარიღი: 4 August 2006.
  74. Angrum, Andrea. (25 August 2005) Interstellar Mission. NASA/JPL. ციტირების თარიღი: 7 May 2007.
  75. 75.0 75.1 Holberg 2007, p. 214
  76. Backman, D. E. (30 June – 11 July 1986). „IRAS observations of nearby main sequence stars and modeling of excess infrared emission“. Gillett, F. C.. Proceedings, 6th Topical Meetings and Workshop on Cosmic Dust and Space Debris. Toulouse, France: COSPAR and IAF.
  77. Brosch 2008, p. 126
  78. Bragança, Pedro. (15 July 2003) The 10 Brightest Stars. SPACE.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2009. ციტირების თარიღი: 4 August 2006.
  79. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  80. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  81. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  82. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  83. Imamura, James N.. (1995-10-02) Cooling of White Dwarfs. University of Oregon. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 15, 2006. ციტირების თარიღი: 2007-01-03.
  84. Siess, Lionel. (2000) Computation of Isochrones. Institut d'Astronomie et d'Astrophysique, Université libre de Bruxelles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-10. ციტირების თარიღი: 2007-03-24.
  85. Palla, Francesco (May 16–20, 2005). „Stellar evolution before the ZAMS“. Proceedings of the international Astronomical Union 227. Italy: Cambridge University Press. pp. 196–205.