შინაარსზე გადასვლა

სარაევო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სარაევო
ბოსნ. Sarajevo, ხორ. Sarajevo, სერბ. Сарајево
დროშა გერბი

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
რეგიონი ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია
კოორდინატები 43°52′00″ ჩ. გ. 18°25′00″ ა. გ. / 43.86667° ჩ. გ. 18.41667° ა. გ. / 43.86667; 18.41667
ქალაქის მერი ბენჯამინა კარიჩი
დაარსდა დაახ. 1462 წელი
ფართობი 141.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 448 646 კაცი (2013)
ეროვნული შემადგენლობა ბოსნიელები (81 %), ხორვატები (5 %), სერბები (4 %)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +387 33
საფოსტო ინდექსი 71000
ოფიციალური საიტი sarajevo.ba
სარაევო — ბოსნია და ჰერცეგოვინა
სარაევო

სარაევო (ბოსნ. Sarajevo, სერბ. Сарајево) — ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სარაევოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერით მოსახლეობა 450 ათასი ადამიანია, თუმცა სერბთა რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ სარაევოს და სხვა მიმდებარე დასახლებების ჩათვლით, სავარუდო მოსახლეობა 600 000-ს აღწევს.

ქალაქი დაარსებულია 1461 წელს ოსმალების მიერ. 1914 წელს სარაევოში მოკლულ იქნა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რამაც სათავე დაუდო პირველ მსოფლიო ომს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სარაევო ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტის 31%-ს აწარმოებს (2012). ქალაქის ისტორიული ცენტრი ოსმალეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების, XVI საუკუნე-XX საუკუნის დასაწყისი, პერიოდის შენობა-ნაგებობებისგან შედგება.

დასახლება, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება ბოსნა-სარაი (თურქ. saray-დან — „სასახლე“), დაახლოებით 1462 წელს თურქებმა დაარსეს. 1639 წლიდან, გარკვეული შუალედებით — ბოსნიის ელიათის ადმინისტრაციული ცენტრი, 1878 წლიდან — ავსტრია-უნგრეთის ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავარი ქალაქი. 1918 წლიდან — სერბების, ხორვატების და სლოვენების შემადგენლობაში. 1945 წლიდან — ბოსნია და ჰერცეგოვინას რესპუბლიკის დედაქალაქი.

1984 წელს სარაევო მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

სარაევომ სახელწოდება მიიღო სასახლისგან, რომელიც აგებულია XV საუკუნის შუა ხანებში. ტერმინი „სარაი-ოვასი“ პირველად 1455 წლის დოკუმენტშია მოხსენიებული, და შეიძლება ნიშნავდეს ველს, რომელიც სასახლის დასავლეთით მდებარეობს: თურქული სიტყვიდან saray — „სასახლე“ და ovası — „ველი“[2][3]. ასევე ქალაქის სახელწოდებისთვის გამოიყენებოდა სახელწოდება ბოსნა-სარაი (შედ. სარაი — ოქროს ურდოს დედაქალაქი): თურქულიდან სარაი — „სასახლე, ადმინისტრაციული შენობა“ (სიტყვასიტყვით „ბოსნიური სასახლე“), რომელიც XVI საუკუნეში გაზი-ჰუსრევ-ბეგმა ააგო. 1878 წელს, ბოსნიის ავსტრია-უნგრეთთან მიერთების შემდეგ ქალაქის სახელწოდება შეიცვალა სარაევოთი — სიტყვასიტყვით „სასახლის“[4][5].

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სარაევო დაარსებულია შუასაუკუნოვანი ქალაქი ვრხბოსნას ადგილას (ტერმინი პირველად მოიხსენიება 1415 წელს[6]) — „მდინარის ზედა დინება“ ან „მთა ბოსნაზე“: სერბულიდან ვრხ — „ზედა, მთა“ და ბოსნა — მდინარე, რომლის მიდამოებშიც ქალაქი მდებარეობს[4].

ბოსნიელები ქალაქს „შეჰერ-სარაევოს“ უწოდებდნენ, თურქები — „ახალ დამასკოს“[7]. წარსულში არსებული ეთნორელიგიური მრავალფეროვნების გამო, ქალაქს ასევე ევროპულ ან ბალკანურ იერუსალიმსაც უწოდებდნენ[8].

სარაევოს პანორამა
სარაევოს პანორამა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. იხ. გვ. 57, 62, 64, Popis stanovništva, domaćinstava i stanova u Bosni i Hercegovini. 2013. Rezultati popisa. // popis2013.ba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-24. ციტირების თარიღი: 2016-11-20.ბოსნიური; (ინგლისური)
  2. Behija, Zlatar., Zlatno doba Sarajeva: XVI stoljeće, Svjetlost, 1996. — გვ. 96. ბოსნიური
  3. Donia 2006, pp. 31.
  4. 4.0 4.1 Поспелов, Е. М., Географические названия мира: Топонимический словарь, М.: АСТ, 2001.
  5. Istorijski nazivi: Vrhbosna, Saray. // mirjanadetelic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-3-21.
  6. Вавилов, С. И. и др., Большая советская энциклопедия, Том 38, М.: Государственное научное издательство. — გვ. 94.
  7. Matica: list za književnost i zabavu (ტომი 3), Platonova štamparija, 1868. — გვ. 274. ბოსნიური
  8. Southeast European Studies in a Globalizing World, LIT Verlag Münster, 2014. — გვ. 130.(ინგლისური)