შინაარსზე გადასვლა

პურის ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პურის ხეერთსახლიანი ხეები თუთისებრთა ოჯახის Artocarpus-ის გვარისა. მისი 50-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანიაში, სამხრეთ ამერიკასა და ზოგ სხვა ტროპიკულ რაიონში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ პურის ხეს და ინდურ პურის ხეს. ჩვეულებრივი პურის ხე (ლათ. Artocarpus altilis ანუ Artocarpus communis, Artocarpus incisa) დიდი ხანია კულტივირებულია წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მისი სიმაღლეა 35 მ, დიამეტრი 1 აღწევს. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, ნაყოფედის მასა 3-4 კგ. შეიცავს უთესლო ფორმებს. ინდური პურის ხე (ლათ. Artocarpus integer ანუ Artocarpus integrifolia, Artocarpus heterophyllus) სიმაღლე 15 მ აღწევს და 30-40 კილოგრამს იწონის. მთლიანი ფოთლები აქვს. 30 კგ-იან ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს (კაულიფლორია).

პურის ხის ნაყოფედი შეიცავს სახამებელს, შაქრებსა და ცხიმებს. იჭმება მოხარშული და გამომცხვარი. კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკვებია. მერქანს იყენებენ ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად და საღებავად. ფოთლები და ყვავილი იხმარება სამკურნალოდ.