შინაარსზე გადასვლა

ოტელო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირა ოლდრიჯის ზეთით შესრულებული პორტრეტი, როგორც ოტელო, ლეონ ჰერბო (1850-1907)

„ოტელო“ (ინგლ. The Tragedy of Othello, the Moor of Venice) — უილიამ შექსპირის ტრაგედია, დაწერილი 1603 წელს. სიუჟეტი ვითარდება ორი პერსონაჟის: ოტელოსა და იაგოს გარშემო.

ოტელო არის მავრი სამხედრო მეთაური, რომელიც მსახურობდა ვენეციის არმიის გენერლად კვიპროსის დაცვაში ოსმალთა წინააღმდეგ. ამ დროს ის ცოტა ხნის დაქორწინებული იყო დეზდემონაზე, თავისზე უმცროს, ლამაზ და მდიდარ ვენეციელ ქალბატონზე, ქალის მამის მხრიდან არცოდნისა და მოგვიანებით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად. იაგო არის ოტელოს ღვარძლიანი ოფიცერი, რომელიც ბოროტმოქმედებით აღძრავს თავისი ბატონის ეჭვიანობას მანამ, სანამ ჩვეულებრივ სტოიკოსი მავრი საყვარელ ცოლს ბრმა ბრაზით არ მოკლავს. ვნების, ეჭვიანობისა და რასის მარადიული თემების გამო, ოტელო კვლავ აქტუალური და პოპულარულია და ფართოდ არის შესრულებული, არსებობს მისი მრავალი ადაპტაცია.

  • ოტელოვენეციელი სამხედროების გენერალი, კეთილშობილი მავრი
  • დეზდემონა – ოტელოს ცოლი, ბრაბანციოს ქალიშვილი
  • იაგო – ოტელოს ნდობით აღჭურვილი, მაგრამ, ამავდროულად, ეჭვიანი და მოღალატე ოფიცერი
  • კასიო – ოტელოს ერთგული და ყველაზე საყვარელი კაპიტანი
  • ემილია – იაგოს ცოლი და დეზდემონას მოახლე
  • ბიანკა – კასიოს საყვარელი
  • ბრაბანციო – ვენეციელი სენატორი და დეზდემონას მამა
  • როდრიგო – დეზდემონაზე შეყვარებული თავაშვებული ვენეციელი
  • ვენეციის ჰერცოგი
  • გრაციანო – ბრაბანციოს ძმა
  • ლოდოვიკო – ბრაბანციოს ნათესავი და დეზდემონას ბიძაშვილი
  • მონტანო – ოტელოს ვენეციელი წინამორბედი კვიპროსის მთავრობაში
  • კლოუნი – მსახური
  • სენატორები
  • მეზღვაური
  • ოფიცრები, ბატონები, შიკრიკები, მაცნე, დამსწრეები, მუსიკოსები და ა.შ.
დეზდემონა და ოტელო, ანტონიო მუნიო დეგრაინი, 1880
ოტელოს კოსტუმი. პერსი ანდერსონის ილუსტრაცია Costume Fanciful, Historical and Theatrical-თვის, 1906

როდრიგო, მდიდარი და თავაშვებული ჯენტლმენი, საყვედურობს თავის მეგობარს, ოფიცერ იაგოს იმაზე, რომ არ უთქვამს სენატორ ბრაბანციოს ქალიშვილ დეზდემონასა და ვენეციის არმიის მავრ გენერალ ოტელოს ბოლოდროინდელი ფარული ქორწინების შესახებ. როდრიგო განაწყენებულია, რადგან დეზდემონა უყვარს და მამამისს, ბრაბანციოს, ქალიშვილის ხელიც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

იაგოს სძულს ოტელო იმის გამო, რომ მასზე მაღლა დააწინაურა არისტოკრატი, სახელად კასიო, რომელსაც იაგო თავისზე ნაკლებად ქმედუნარიან ჯარისკაცად თვლის. იაგო ეუბნება როდრიგოს, რომ აპირებს ოტელოს გამოყენებას საკუთარი სარგებლობისთვის და ასევე არწმუნებს მას იმაში, რომ გააღვიძოს ბრაბანციო და უთხრას ქალიშვილის გაპარვის შესახებ. ამასობაში, იაგო იპარება ოტელოს საპოვნელად და აფრთხილებს მას, რომ ბრაბანციო მისკენ მოდის.

როდრიგოს მიერ გაღიზიანებული ბრაბანციო განრისხებულია და ცდილობს ოტელოსთან დაპირისპირებას, თუმცა ოტელოს ვენეციის ჰერცოგის მცველების თანხლებით აღმოაჩენს, რომლებიც ძალადობას აღკვეთენ. ვენეციაში მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ თურქები აპირებენ კვიპროსზე თავდასხმას და ამიტომაც იწვევენ ოტელოს, რათა სენატორებს რჩევა მისცეს. ბრაბანციოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ოტელოს თან გაჰყვეს ჰერცოგის რეზიდენციაში, სადაც მას დეზდემონას ჯადოქრობით ცდუნებაში ადანაშაულებს.

ოტელო თავს იცავს ვენეციის ჰერცოგის, ბრაბანციოს, მისი ნათესავების, ლოდოვიკოს, გრაციანოსა და სხვადასხვა სენატორის წინაშე. ოტელო განმარტავს, რომ სანამ ის ბრაბანციოს სახლში იყო მიწვეული, დეზდემონას შეუყვარდა მისი სევდიანი და დამაჯერებელი ისტორიები ვენეციაში ცხოვრებამდე და რომ ეს არ მომხდარა რაიმე ჯადოქრობის გამო.სენატი კმაყოფილია მას შემდეგ, რაც დეზდემონა ოტელოსადმი სიყვარულს ადასტურებს, თუმცა ბრაბანციო ტოვებს მათ და ამბობს, რომ დეზდემონა უღალატებს ოტელოს: „თუ თვალები გაქვს, შეხედე მას, მავრ. მან მოატყუა საკუთარი მამა და შენც.“ (მოქმ.I, სც.3). ჯერ კიდევ ოთახში მყოფი იაგო ყურადღებას აქცევს ბრაბანციოს ამ შენიშვნას.ჰერცოგის ბრძანებით, ოტელო ტოვებს ვენეციას თავის ახალშერთულ ცოლთან, ახალ ლეიტენანტ კასიოსთან, ოფიცერ იაგოსთან და მის ცოლ ემილიასთან, რომელიც დეზდემონას თანმხლებია, რათა განკარგულება ვენეციურ ჯარებზე კუნძულ კვიპროსზე შემოჭრილი თურქების წინააღმდეგ.

ჯგუფი ჩადის კვიპროსში, რათა ნახოს ქარიშხლის მიერ განადგურებული თურქული ფლოტი. ოტელო ბრძანებს საყოველთაო ზეიმს და შემდეგ მიდის დეზდემონასთან ქორწინების დასასრულებლად. მის არყოფნაში, იაგო კასიოს ათრობს და როდრიგოს არწმუნებს იმაში, რომ კასიო ჩხუბში ჩართოს. მონტანო კი ცდილობს დაამშვიდოს გაბრაზებული და მთვრალი კასიო. ეს იწვევს მათ ერთმანეთ შორის ჩხუბსა და მონტანოს დაშავებას. ოტელო ბრუნდება და ეკითხება მამაკაცებს, თუ რა მოხდა. ის არეულობაში კასიოს ადანაშაულებს და წოდებას ართმევს. შემდეგ შეძრწუნებული კასიო იაგომ დაარწმუნა იმაში, რომ დეზდემონას ქმარი დაბრუნებაში დაეყოლიებინა.

იაგო არწმუნებს ოტელოს, რომ ეჭვი შეიტანოს კასიოსა და დეზდემონას ურთიერთობაში. როდესაც დეზდემონას უვარდება ხელსახოცი(ოტელოს ნაჩუქარი პირველი საჩუქარი), ემილია პოულობს მას და აძლევს იაგოს მისივე თხოვნით, თუმცა არ იცის რას უპირებს იაგო ხელსახოცს. იაგოს მიერ ცოლის კაპიტანთან ღალატში დარწმუნებული ოტელო ბრუნდება და პირობას აძლევს იაგოს დეზდემონასა და კასიოს მოკვლაზე, რის შემდეგაც იგი იაგოს თავის ლეიტენანტად აქცევს.

იაგო ხელსახოცს დებს კასიოს საცხოვრებელში, შემდეგ კი ეუბნება ოტელოს, რომ დაკითხვისას მის რეაქციებს დააკვირდეს. იაგო სთხოვს კასიოს ისაუბროს ბიანკასთან რომანსა და ადგილობრივ კურტიზანზე, თუმცა იმდენად ჩურჩულებს მის სახელს, რომ ოტელო თვლის რომ ისინი დეზდემონაზე საუბრობენ.მოგვიანებით, ბიანკა კასიოს ადანაშაულებს მეორადი საჩუქრის მიცემაში, რომელიც მან სხვა შეყვარებულისგან მიიღო. ამას ხედავს ოტელო და თან იაგო არწმუნებს იმაში, რომ კასიომ ხელსახოცი დეზდემონასგან მიიღო. განრისხებული და შეწუხებული ოტელო გადაწყვეტს ცოლის მოკვლას და, ამავდროულად, იაგოს ეუბნება, რომ მოკლას კასიო.

ოტელო კვლავ განაგრძობს დეზდემონას ცხოვრების გაუარესებას და სცემს მას სტუმრად მოსული ვენეციელი დიდებულების წინაშე. ამასობაში როდრიგო წუხს იმაზე, რომ იაგოსგან არანაირი შედეგი არ მიუღია დეზდემონას დასაყოლიებლად ფულისა და ძალისხმევის სანაცვლოდ, თუმცა იაგო არწმუნებს მას, რომ მოკლას კასიო.

ოტელო ტირის დეზდემონას სხეულზე, უილიამ სოლტერი, 1857.

როდრიგო ქუჩაში წარუმატებლად ესხმის თავს კასიოს, მას შემდეგ რაც კასიომ დაჭრა ის და ბიანკას საცხოვრებელი დატოვა. ჩხუბის დროს იაგო კასიოს უკნიდან ეპარება და ფეხში მძიმედ ჭრის. სიბნელეში იაგო ახერხებს თავისი ვინაობის დამალვას, თუმცა როდესაც ლოდოვიკო და გრატიანო კასიოს დახმარების შეძახილს გაიგონებენ, იაგოც უერთდება მათ. როდესაც კასიო ახერხებს როდრიგოს, როგორც მასზე ერთ-ერთი თავდამსხმლის იდენტიფიცირებას, იაგო ფარულად ჭრის როდრიგოს სასიკვდილოდ, რათა შეაჩეროს შეთქმულების გამჟღავნება. შემდეგ იაგო ბიანკას ადანაშაულებს კასიოს მოკვლის წარუმატებელ შეთქმულებაში.

ოტელო უპირისპირდება მძინარე დეზდემონას. დეზდემონა უარყოფს ღალატს, თუმცა ოტელო მას გუდავს. ემილია შემოდის, დეზდემონა კი ქმარს სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავს, ხოლო ოტელო დეზდემონას მრუშობაში ადანაშაულებს. როდესაც ოტელოს ხელსახოცი მტკიცებულებად მოჰყავს, ემილია ხვდება, რაც გააკეთა იაგომ და ამხელს მას. ოტელო, რომელმაც დაგვიანებით გააცნობიერა დეზდემონას უდანაშაულობა, დაჭრის იაგოს(თუმცა არა სასიკვდილოდ), და ამბობს, რომ ის ეშმაკია. მანამდე კი ეს უკანასკნელი დაჭრის ემილიას.

იაგო უარს ამბობს საკუთარი მოტივების ახსნაზე და პირობას დებს, რომ ამ წუთიდან გაჩუმდება. ლოდოვიკო აპატიმრებს იაგოსაც და ოტელოსაც როდრიგოს, ემილიასა და დეზდემონას მკვლელობისთვის, მაგრამ ოტელო თავს იკლავს. ლოდოვიკო კასიოს ნიშნავს ოტელოს მემკვიდრედ და მოუწოდებს მას იაგოს სამართლიანად დასჯისაკენ. შემდეგ ის გმობს იაგოს მისი საქციელის გამო და მიდის, რათა სხვებს მოუყვეს რა მოხდა.

შექსპირის წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექსპირის სიუჟეტის პირველადი წყარო იყო მავრი კაპიტნის ამბავი სინტიოს(ჯოვანი ბატისტა ჯირალდი)(Cinthio (Giovanni Battista Giraldi)) Gli Hecatommithi-ის მიხედვით(მესამე ათწლეული, ამბავი მეშვიდე), რომელიც ასი ნოველას კრებულია სიყვარულის შესახებ და დაჯგუფებულია ათ „ათწლედში“ თემების მიხედვით.[1] მესამე ათწლეული ეხება ცოლქმრულ ღალატს.[2] სინტიოს გმირებიდან მხოლოდ დისდემონაა (შექსპირის დეზდემონას ექვივალენტი - მისი სახელი იტალიურად ნიშნავს "ავადმყოფს") დასახელებული - დანარჩენებია უბრალოდ მავრი(ოტელოს ექვივალენტი), ოფიცერი(იაგო), კაპრალი(კასიო) და მსგავსი აღწერილობები.[3] ამ სიუჟეტში ოფიცერს შეუყვარდება მავრის ცოლი დისდემონა, მაგრამ ქალის გულგრილობა სიყვარულს სიძულვილად აქცევს, ამიტომ შურისძიების მიზნით ოფიცერი არწმუნებს მავრს, რომ დისდემონა მოღალატე იყო. მავრი და ოფიცერი დისდემონას ქვიშით სავსე წინდებით კლავენ და საძინებლის ჭერს ჩამოაგდებენ, რათა უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს. სიუჟეტი გრძელდება მანამ, სანამ ოფიცერს არ მოკლავენ წამებით უკავშირო მიზეზების გამო და მავრს არ მოკლავს დისდემონას ოჯახი. [4]

შექსპირის სიუჟეტის პირდაპირი წყაროები არ შეიცავს ომის საფრთხეს: სავარაუდოდ, შექსპირის ინოვაცია იყო სიუჟეტი კვიპროსზე, თურქების შეჭრის დროს განვითარებულიყო, რომელიც, როგორც ჩანს, მწერალმა 1570 წლის მოვლენებში დააფიქსირა. ეს ისტორიული მოვლენები კარგად იქნებოდა ცნობილი შექსპირის თავდაპირველი მაყურებლისთვის, რომელმაც, შესაბამისად, იცოდა, რომ - სპექტაკლის მოქმედებისაგან განსხვავებით - თურქებმა აიღეს კვიპროსი და დაიკავეს ის.[5][6]

მეცნიერებმა დაადგინეს მრავალი სხვა გავლენა ოტელოზე - რაღაცეები, რომელთა გავლენა შექსპირზე შეიძლება გამოიკვეთოს პიესაში, თუმცა თავისთავად წყარო არ არის:[7] მათ შორისაა ვერგილიუსის ენეიდა,[8] ოვიდის მეტამორფოზები,[9] ვაჭრისა და მილერის ზღაპრები ჩოსერის კენტერბერის ზღაპრებიდან,[10] ჯეფრი ფენტონის გარკვეული ტრაგიკული დისკურსები,[11][12] კიდის ესპანური ტრაგედია,[13] ჯორჯ პილის ბრძოლა ალკაზართან,[14][15] ფევერშამის ანონიმური არდენი,[16]

  1. Thompson and Honigmann, 2016, pp.13 & 376-377.
  2. Thompson and Honigmann, 2016, p.13.
  3. Thompson and Honigmann, 2016, pp.13-14. Honigmann, 1997, pp.12-13.
  4. Thompson and Honigmann, 2016, pp.13-14. The complete novella appears, in different translations, in Thompson and Honigmann, 2016 at pp.377-396 and in Neill, 2006, pp.434-444.
  5. McAlindon and Muir, 2005, pp.lvii-lviii.
  6. Bate and Rasmussen, 2009, p.7.
  7. Neil, 2006, pp.16-17
  8. Enterline, Lynn "Eloquent Barbarians: Othello and the Critical Potential of Passionate Character" in Orlin, Lena Cowen (ed.) "Othello - The State of Play" The Arden Shakespeare, Bloomsbury Publishing, 2014, pp.149-175 at p.158.
  9. Enterline, 2014, p.163.
  10. Thompson and Honigmann, 2016, p.11.
  11. Muir, 1968, p.11.
  12. Neil, 2006, p.20.
  13. McAlindon and Muir, 2005, p.xxiv.
  14. Thompson and Honigmann, 2016, p.18.
  15. Bate, Jonathan (ed.), Rasmussen, Eric (ed.) and Shakespeare, William "Othello", The RSC Shakespeare, The Random House Publishing Group, 2009, p.3.
  16. Thompson and Honigmann, 2016, p.397. Lockwood, Tom (ed.), White, Martin (ed.) "Arden of Faversham", New Mermaids edition, Methuen Drama, 2007, p.vii.