შინაარსზე გადასვლა

მუსტაფა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა I
ოსმ. مصطفى اول‎ — Mustafa-i evvel
ოსმალეთის მე-15 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი, 1617
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1618
წინამორბედი: აჰმედ I
მემკვიდრე: ოსმან II
ოსმალეთის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 20 მაისი, 1622
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1623
წინამორბედი: ოსმან II
მემკვიდრე: მურად IV
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: ჰალიმე სულთანი
(16171618)
(16221623)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1591
დაბ. ადგილი: მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი 1639
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ III
დედა: ჰალიმე სულთანი
რელიგია: ისლამი

მუსტაფა I (ოსმ. مصطفى اول‎ — Mustafa-i evvel , თურქ. Birinci Mustafa); დ. 1591 — გ.20 იანვარი 1639) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1617 - 1618 და 1622 - 1623 წლებში. მეჰმედ III-ისა და აფხაზი ჰალიმე სულთნის შვილი. აჰმედ I-ის ძმა.

მუსტაფა I დაიბადა 1591 წელს მანისაში. 1603 წელს მეჰმედ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მუსტაფას უფროსი ძმა, აჰმედ I. ტრადიციის მიხედვით, მუსტაფა სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუმცა აჰმედმა ეს ტრადიცია დაარღვია და უარი განაცხადა 12 წლის მუსტაფას მოკვლაზე.

აჰმედ I-ის 14-წლიანი მმართველობის დროს მუსტაფა იზოლირებული იყო თოფქაფის სასახლეში, ამის გამო მუსტაფა სულიერად დაავადდა. 1617 წელს აჰმედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო აჰმედის ვაჟი შეჰზადე ოსმანი, რომელიც ჯერ 13 წლისაც არ იყო. ამიტომ შეიჰ-ულ-ისლამის გადაწყვეტილებით, იმპერიის სულთანი მუსტაფა გახდა.

დაავადების გამო, მუსტაფა ვერ მართავდა იმპერიას, მხოლოდ სასახლის კარის დაჯგუფებების ბრმა იარაღს წარმოადგენდა. ოსმალეთის იმპერია იმართებოდა მისი დედის, ჰალიმე სულთნის მიერ. 1618 წლის 26 თებერვალს მუსტაფა I მისმა ძმისშვილმა, ოსმან II-მ ტახტიდან ჩამოაგდო. 1622 წლის 19 მაისს იანიჩარების აჯანყების შედეგად ოსმან II-ც ჩამოაგდეს ტახტიდან და ისევ მუსტაფა I აიყვანეს. 1623 წლის 10 სექტემბერს მუსტაფა მისმა მეორე ძმისშვილმა, მურად IV-მ ჩამოაგდო. სიცოცხლის ბოლო წლები მუსტაფა I-მა შინაპატიმრობაში გაატარა. გარდაიცვალა 1639 წლის 20 იანვარს. მისი სიკვდილის მიზეზად ისტორიკოსთა ნაწილი ეპილეფსიას ასახელებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]