შინაარსზე გადასვლა

მაჰმუდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰმუდ I
ოსმ. محمود اول‎ — Mahmûd-u evvel
ოსმალეთის 24-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1730
მმართ. დასასრული: 1754
წინამორბედი: აჰმედ III
მემკვიდრე: ოსმან III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: პატრონა ჰალილა
(1730–1731)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 აგვისტო 1696
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 13 დეკემბერი 1754
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მუსტაფა II
დედა: სალიჰა სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მაჰმუდ I (ოსმ. محمود اول‎ — Mahmûd-u evvel , თურქ. Birinci Mahmut; დ. 2 აგვისტო 1696 — გ. 13 დეკემბერი 1754) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1730 წლის 2 ოქტომბრიდან 1754 წლის 13 დეკემბრამდე.

მაჰმუდ I არის მუსტაფა II-ის და სალიჰა სულთნის შვილი. პატრონა ჰალილას აჯანყების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. მისი მმართველობის პირველ წლებში ძალაუფლება ფაქტობრივად აჯანყებულთა ლიდერებს ეპყრათ ხელთ. 1731 წლის 15 ნოემბერს პატრონა ჰალილა მაჰმუდ I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. მისი მომხრეების აჯანყება შემდგომში სასტიკად იქნა ჩახშობილი.

მაჰმუდ I-ის მმართველობის დროს ოსმალეთის არმიის ევროპული მოდერნიზაციის მცდელობა იყო ფრანგი გრაფის დე ბონევალის მხრიდან, რომელმაც ისლამი მიიღო. იანიჩარების წინააღმდეგობის გამო ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1731—1735 და 1741—1746 წლებში გრძელდებოდა ირანთან ომი, რომელიც ოსმალეთის მარცხით დამთავრდა. მათ დაკარგეს 1720-ან წლებში დაკავებული ტერიტორიები. 1746 წლის სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყარა საზღვრები, რომელიც 1639 წლის ყარს-შირვანის შეთანხმებით იყო დადგენილი.

1736—1739 წლებში ოსმალეთის იმპერია ომს აწარმოებდა რუსეთთან და ავსტრიასთან. ავტრიის არმიამ განიცადა რამდენიმე მარცხი, რის შედეგადაც ოსმალებმა დაიბრუნეს ჩრდილოეთ სირია ბელგრადთან ერთად და მცირე ვლახეთი, რომელიც 1718 წელს 1739 წლის შეთანხმებით ჰქონდა დაკარგული. ოსმალებმა რუსეთთან დათმეს აზოვი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]