მანია
მანია ან მანიაკალური სინდრომი (ძვ. ბერძნ. μανία — ვნება, გატაცება) — ფსიქოპათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს სამგვარი სიმპტომი: ჰიპერთიმიასთან დაკავშირებული აღგზნებადი ხასიათი, აზროვნებისა და მეტყველების აჩქარებასთან დაკავშირებული იდეატორული და ფსიქიკური აღგზნებადობა (ტაქიფსიქია), მამოძრავებელი აღგზნებადობა.
მანიაკალური სინდრომისთვის ასევე დამახასიათებელია (მაგრამ ყოველთვის არ ვლინდება) — ინსტინქტური ქმედებების გაძლიერება (მადიანობა, სექსუალურობის მომატება, თავდაცვის რეაქციების გაძლიერებული გამოვლენა), დაბნეულობა, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება (ხანდახან ბოდვითი იდეების ფორმულირებას უწყობს ხელს).
მანიაკალური სინდრომის გამოსავლენად, ექიმები იყენებენ სპეციფიკურ ტესტს, რომელსაც ალტმანის სკალა ეწოდება[1][2].
ეტიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განსაკუთრებით ხშირად მანიაკალური სინდრომი გვხვდება ბიპოლარული აფექტური აშლილობის დროს. ამ შემთხვევაში მანიაკალური სინდრომი მომენტალურად, "ეპიზოდების" სახით ვლინდება. ამ ეპიზოდების სტრუქტურული ცვილელბა დამოკიდებულია უშუალოდ დაავადების სტადიაზე. ამასთან, ეს სინდრომი შეიძლება გვხვდებოდეს ინფექციური, ორგანული, ტოქსიკური დაავადებებისა და სხვა ფსიქოზების დროს, ცერებრალური ან სომატური დაავადებების შედეგად. ამიტომ, სასურველია, პაციენტები სომატურად სრულიად და დეტალურად იქნნენ გამოკვლეულნი. მანიაკალური სინდრომი ასევე შეიძლება იყოს ჰიპერთირეოდიზმის მიზეზი.
მანიაკალური სინდრომი შეიძლება იქნეს ინდუცირებული ნარკოტიკებითა ან სამკურნალო პრეპარატებით (მაგ., ანტიდეპრესანტებით[3], ტეტურამით, ბრომიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ბრომოკრიპტინით, ფსიქოსტიმულატორებით, ჰალუცინოგენებით, ოპიატებით; შეიძლება განვითარდეს გადატანილი სომატური დაავადების ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
სიმპტომატოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანიაკალური სინდრომი, დეპრესიულის მსგავსად, შედგება ჩვენებების ტრიადისაგან, რომელიც დეპრესიის საპირისპიროა:
- აწეული გუნებგანწყობა (ჰიპერთიმია). მოწყენილობის, მიტოვებულობის, უიმედობის აფექტი მაშინაც კი არ ჩნდება, როდესაც კონკრეტული ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის შედეგად — მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.
- აზროვნების სისხარტე (ტაქიფსიქია) ასოციატური პროცესების შენელებით (აზრებს შორის ინტერვალების შემცირება, ასოციაციების გაჩენისთვის საჭირო კრიტერიუმების სიმკაცრის შემცირება), იდეებით გამოწვეული აღგზნებადობით (დაავადებულის მეტყველება დეფორმირდება, მისი ყურადღება ამ იდეას ეკუთვნის, ამიტომ შინაარსობრივად უდისციპლინო მეტყველება გააჩნია), განდიდების იდეების გაჩენით და სხვისი ბრალდებისა და პასუხისმგებლობის უარყოფით (იმპუნიტური ტენდენცია).
- მომატებული მაიძულებელი და მაძორავებელი აქტივობა (ჰიპერბულია). ჰიპერბულიის ერთ-ერთი ვარიანტია აქტივობის შენელება, რომელიც მიმართულია სიამოვნების მიღებისაკენ - მანიაკალურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები მეტ ალკოჰოლს სვამენ (დიფსომანია), იღებენ ნარკოტიკებს, არიან მადიანები, ამყარებენ უამრავ სექსუალურ კავშირს და ა.შ. სხვა ვარიანტის მიხედვით, მანიაკალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ირჩევს სხვადასხვა სახის საქმიანობას, თუმცა ბოლომდე არც ერთი მიჰყავს.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანიაკალური სინდრომის ზოგადი სიმპტომების გარდა, არსებობს ვარიანტები, რომელთა დროსაც სიმპტომებიდან, ჩვეულებრივთან შედარებით, ერთ-ერთი უფრო მეტად ან უფრო ნაკლებადაა გამომჟღავნებული. შესაბამისად, შესაძლებელია მანიაკალური სინდრომის შემდეგი ვარიანტები.
- ყველა სიმპტომი ვლინდება თანაბარ ხარისხში:
- კლასიკური, ან "სუფთა" მანია
- ჰიპომანია — მდგომარეობა, რომლის დროსაც სამივე სიმპტომი ვლინდება, თუმცა არ აღწევს აშლილობის დონეს, ანუ ადამიანის ქმედებებსა და სოციალურ ფუნქციონირებას არ აფერხებს და არ მიეკუთვნება ფსიქოტურ დაავადებას.
- ერთ-ერთი სიმპტომი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამოხატულია:
- ჰიპერთიმული (სასიხარულო) მანია — ყველაზე გამოხატული სიმპტომი განსაკუთრებულად აწეული გუნებგანწყობაა (ჰიპერთიმია), რომელიც ვლინდება სიხარულის გამოხატვით.
- დახლართული მანია — ასოციაციების აჩქარება (ტაქიფსიქია), აღწევს იდეების განდიდების დონეს.
- ერთ-ერთი სიმპტომი არ იცვლება საპირისპირო სიმპთომით:
- მრისხანული მანია — აზროვნების სისხარტე და მომატებული მამოძრავებელი აქტივობა, რომელსაც თან ახლავს გუნებგანწყობის დაქვეითება. ეს ბოლო ვლინდება მომატებული სიბრაზით, გაღიზიანებადობით, აგრესიული ქმედებებით (დესტრუქციულ და აუტო-დესტრუქციულ ქმედებებამდე).
- მანიაკალური გაშეშება — აწეული გუნებგანწყობა და აზროვნების სისხარტე, რომლებსაც თანდართული აქვს მოძრაობის დაქვეითება.
- არაპროდუქციული მანია — მომატებული გუნებგანწყობა და მამოძრავებელი აქტივობა, აზროვნების აქტივობა კი პირიქით - დაქვეითებულია.
- მანია ფსიქოტური სიმპტომებით:
- მანიაკალურ-პარანოიდული ვარიანტი — მანიაკალური სინდრომი, რომლის დროსაც ურთიერთობებისა და დევნის ბოდვითი იდეები ჩნდება.
- ბოდვითი ვარიანტი — მანიაკალური სინდრომის სტრუქტურაში ცენტრალური ადგილი აქვს მინიჭებული განდიდებით ბოდვებს. მანიაკალური სინდრომის დროს ბოდვითი იდეები არ არის ფანტასტიკური ან უაზრო შინაარსის, გააჩნია გარკვეული ლოგიკური კავშირები. მათი არსი ძირითადად დაკავშირებულია დაავადებულის პროფესიულ საქმიანობასთან.
- ონეიროიდული მანია — მანიაკალური სინდრომის გარკვეულ, მაღალ სადიაზე ჩნდება ცნობიერების ონეიროიდული ტიპის დარღვევა, რომელსაც თან ერთვის ფანტასტიკური ჰალუცინატორული განცდები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Altman E.G., Hedeker D. Peterson J.L., Davis J.M. The Altman Self-Rating Mania Scale. Biol Psychiatry. 1997 Nov 15;42(10):948-55. PMID 9359982
- ↑ Altman E.G., Hedeker D. Peterson J.L., Davis J.M. A comparative evaluation of three self-rating scales for acute mania. Biol Psychiatry. 2001 Sep 15;50(6):468-71. PMID 11566165
- ↑ Preda A, MacLean RW, Mazure CM, Bowers MB (January, 2001). „Antidepressant-associated mania and psychosis resulting in psychiatric admissions“. J Clin Psychiatry. 62 (1): 30–3. PMID 11235925. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)