კირიში
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კირიში Кириши | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | კირიში | ||||
კოორდინატები | 59°27′00″ ჩ. გ. 32°01′00″ ა. გ. / 59.45000° ჩ. გ. 32.01667° ა. გ. | ||||
მმართველი | ალექსანდრ ვოსკობოვიჩი | ||||
პირველი ხსენება | 1693 | ||||
ადრეული სახელები | კირეში | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1965 | ||||
ფართობი | 38 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 29 მ | ||||
მოსახლეობა | 52 309 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 81368 | ||||
საფოსტო ინდექსი | 187110—187115 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | gorod-kirishi.ru | ||||
კირიში (რუს. Кириши) — ქალაქი (1965 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. კირიშის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 52 309 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლხოვის მარჯვენა სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგიდან დაახ. 150 კილომეტრის დაშორებით, ნოვგოროდის ოლქის საზღვართან. კირიში წარმოადგენს რუსეთის ნავთობ-ქიმიური მრეწველობის ცენტრს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი პირველად ნახსენებია 1693 წელს, როგორს სოფელი კირიში. ქალაქის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მას ფინურ-უნგრული ფუძე უნდა ჰქონდეს[1].
XVIII საუკუნის ბოლოს სოფელი შევიდა ახალილადოგის მაზრაში, ნოვგოროდის გუბერნია, რომელსაც ალექსანდრ ბესტუჟევი მართავდა, რომელიც დეკაბრისტი ძმების, ბასტუჟევების მამა იყო.
სოფელი კირეში, ნახსენებია სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის 1792 წლით დათარიღებულ რუკაზე, რომელიც ალექსანდრ ვილბრეხტმა შეადგინა[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ადმინისტრაცია დაარქივებული 2015-02-01 საიტზე Wayback Machine.
- კირიში ენციკლოპედიაში „ჩემი ქალაქი“
- ქალაქის გერბის ისტორია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Потанина М. А. Загадки топонимики. — Кириши, 1998, с. 49
- ↑ «Карта окружности Петербурга» А. М. Вильбрехта. 1792 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2013-01-13.