შინაარსზე გადასვლა

კასაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასაცია (ინგლ. cassation, ფრანგ. cassation, გერმ. kassation, ლათ. cassasio — გაუქმება, განადგურება) — პროცესუალური მოქმედება სამართალში, რომელიც გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ან გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და გადასინჯვაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.[1] კასაცია ასევე მოიაზრებს არჩევნების ჩათვლას არანამდვილ არჩევნებად და მათ გაუქმებას კონსტიტუციის ან საარჩევნო კანონის დარღვევის გამო.[2]