ზილტი
იერსახე
ზილტი (გერმ. Sylt; დან. Sild) — კუნძული ჩრდილოეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში. გამოირჩევა სანაპირო ხაზის განსხვავებული მოყვანილობით. მიეკუთვნება ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულებს და უდიდესია მათ შორის. ფართობი შეადგენს 99,14 კმ²-ს.
ზილტი გერმანიის უკიდურესი ჩრდილოეთი კუნძულია და ცნობილია ტურისტული კურორტებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ვესტერლანდი, კამპენი, ვენინგშტედტ-ბრადერუპი, ისევე როგორც 40 კმ-იანი ქვიშიანი პლაჟი. 1927 წლიდან კუნძული კონტინენტურ ნაწილთან მიწაყრილიანი გზითაა დაკავშირებული.
კუნძულის ეკონომიკა ტურიზმს ემყარება. 1970-იანი წლებიდან ეკონომიკაში სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის წარმოება და მესაქონლეობა. მუშახელის უდიდესი ნაწილი კონტინენტურ გერმანიაშია დასაქმებული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Sylt von A-Z
- Syltisch დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Sylt IPTV
- Sylt დაარქივებული 2010-01-13 საიტზე Wayback Machine.
- Sylt - JustSylt