შინაარსზე გადასვლა

გლიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლიცინის ცვიტერიონული ფორმა

გლიცინი (აღინიშნება როგორც GLY ან G ) იგივე გლიკოკოლი (ბერძ. glykys-ტკბილი) — ორგანული უფერო, ტკბილი გემოს მქონე კრისტალური ნივთიერება ფორმულით NH2CH2COOH. გლიცინი 20 პროტეინგენური ამინომჟავიდან ყველაზე პატარაა. გენეტიკურ კოდში მისი კოდონებია GGU, GGC, GGA, GGG.

ყველა პროტეინგენური ამინომჟავა ოპტიკურად აქტიურია გარდა გლიცინისა, რადგან ის არ შეიცავს ქირალურ ნახშირბადატომს.

გლიცინი როგორც ნეიროტრანსმიტერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლიცინი თანამედროვე წარმოდგენებით არის მაინჰიბირებელი ნეირომედიატორი ცნს-ში (ცენტრალური ნერვული სისტემა), განსაკუთრებით ზურგის ტვინში, ტვინის ღეროსა და ბადურაში. როდესაც გლიცინის რეცეპტორები აქტივირდება ქლორის იონები შედის ნეირონში და იწვევს მაინჰიბირებელ პოსტსინაფსურ პოტენციალს. გლიცინს აქვს დამაწყნარებელი მოქმედება და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინის ქსოვილში. გლიცინი ასევე ტესტირებული იყო შიზოფრენიის მკურნალობაში დამატებით საშუალებად. შედეგები პოზიტიურია.

  • Coyle JT, G Tsai (2004). "The NMDA receptor glycine modulatory site: a therapeutic target for improving cognition and reducing negative symptoms in schizophrenia". Psychopharmacology 174: 32–28. doi:10.1007/s00213-003-1709-2.
  • "Nomenclature and symbolism for amino acids and peptides (IUPAC-IUB Recommendations 1983)", Pure Appl. Chem. 56 (5), 1984: 595–624, doi:10.1351/pac198456050595.
  • ბადრი არზიანი "სამედიცინო ქიმია"(2010, თბილისი, გამომცემლობა ინტელექტი)"ამინომავები"

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]