შინაარსზე გადასვლა

ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია სასმელს ეხება. ბურბონების საგვარეულოს შესახებ შესახებ იხილეთ ბურბონები.
ბურბონის და ტენესური ვისკის ბოთლები მაღაზიის დახლზე

ბურბონი — ამერიკული ვისკი. ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს.

ამერიკულ ვისკის შემდეგი წესის მიხედვით განასხვავებენ: Straight Whiskey-მისი წარმოების პროცესში მარცვლეულს იყენებენ და მას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აძველებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: Bourbon-ყველაზე პოპულარული და ძველი ამერიკული ვისკი. იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% სიმინდს შეიცავს. მას ეს სახელი ძველი პროვინციის ბურბონის (კენტუკის შტატი) პატივსაცემად ეწოდა. Rye whiskey-იგი არანაკლებ 51% ხორბლის თავთავს შეიცავს. Corn whiskey-ვისკი დამზადებული 80 ან მეტი პროცენტი სიმინდისგან. იგი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იწარმოება. Wheat whiskey-მზადდება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% ხორბალს შეიცავს. Blended Whiskey-ეს არის ნაერთი, რომელიც არანაკლებ 20% straight whiskey-ს და 80% სხვა სორტის ვისკის ან სუფთა სპირტს უნდა შეიცავდეს. Light Whiskey-ვისკის ეს სახეობა დისტილაციას მაღალ ტემპერატურაზე გადის და მუხის კასრებში ძველდება. ეს მას აძლევს ღია ფერს განსაკუთრებული შეფერილობის გარეშე. Sour Mash Whiskey-ამ ვისკის გემო და არომატი მუდმივად ერთნაირია. Sweet Mash Whiskey-ასეთი ვისკის წარმოებისას შედეგის მიღწევა ახალი საფუარის საშუალებით ხდება. Tennessee Whiskey-ვისკი 3 მეტრიანი ფილტრების საშუალებით იწმინდება. ასე ვისკის მხოლოდ ტენესის შტატში აწარმოებენ, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდება. Bottled-in-Bond Whiskey-როცა ეტიკეტზე ამ სახელწოდებას წაიკითხავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ვისკი საცავებში 4-დან 8 წლამდეა დაძველებული, რასაც სახელმწიფო აკონტროლებს.

საუკეთესო სორტის ამერიკულ ვისკის ტენესისა და კენტუკის შტატებში ამზადებენ.

  • Cowdery, Charles K. Bourbon, Straight: The Uncut and Unfiltered Story of American Whiskey (Chicago: Made and Bottled in Kentucky), 2004. ISBN 0-9758703-0-0
  • Crowgey, Henry G. Kentucky Bourbon: The Early Years of Whiskeymaking (Lexington, KY: The University Press of Kentucky), 1971. ISBN 0-8131-1225-7
  • Regan, Gary and Mardee Haidin Regan. The Bourbon Companion: A Connoisseur's Guide (Philadelphia, PA: Running Press), 1998. ISBN 0-7624-0013-7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]