ბიურეტი
იერსახე
ბიურეტი — ლაბორატორიული მზომი ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს გრძელ გრადუირებულ მინის მილს ონკანით. იგი მიეკუთვნება მოცულობის გამზომ მოწყობილობას, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სითხის მოცულობის განსაზღვრა დიდი სიზუსტით.
ბიურეტები გამოიყენება ტიტრაციის პროცესის ჩასატარებლად. ბიურეტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტევადობის, დიამეტრის, სიგრძის, ჩამკეტი სისტემის მიხედვით. ტევადობის მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს 1 მლ-დან 100 მლ-მდე ბიურეტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 16
|