შინაარსზე გადასვლა

ამრ მუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამრ მუსა
ამრ მუსა
არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივნისი 2001 – 1 ივნისი 2011
წინამორბედიაჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი
მემკვიდრენაბილ ალ-არაბი

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2001
წინამორბედიაჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი
მემკვიდრეაჰმედ მაჰერი

დაბადებული3 ოქტომბერი 1936
კაირო ეგვიპტე
ეროვნებაეგვიპტელი
რელიგიაისლამი

ამრ მუჰამედ მუსა (არაბ. عمرو محمد موسى; 3 ოქტომბერი 1936, კაირო ეგვიპტე) — ეგვიპტელი დიპლომატი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-2001 წწ. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი 2001-2011 წწ.

1957 წელს კაიროს უნივერსიტეტის დამთავრებისა და იურისტის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაიწყო დიპლომატიური კარიერა. 1958-1978 წწ. მუშაობდა შვეიცარიაში ეგვიპტის საელჩოში და გაეროს ეგვიპტის მისიაში. 1974-1977 წლებში იყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. 1977-1981 და 1983-1990 წწ. ეკავა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1991-2001 წწ. ეგვპტის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხოლო 2001-2011 წწ. სათავეში ედგა არაბული ქვეყნების ლიგას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: