შინაარსზე გადასვლა

ავგიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგიტი
საერთო
კატეგორიასილიკატური მინერალები
ქიმიური ფორმულა(Ca,Mg,Fe)SiO3
იდენტიფიკაცია
ფერიშავი, მუქი-მწვანე, რუხი, მურა
კრისტალის სინგონიამონოკლინური
ტკეჩადობა(110) პრიზმის მიმართ საშუალო
მინერალის მონატეხისაფეხურისებრ-უსწორმასწორო, ნიჟარისებრი
სიმაგრე მოოსის სკალით5-6
მინერალის ელვარებამინისებრი
ხაზის ფერირუხი-მწვანე
ხვედრითი წონა3.2-3.6
სიმკვრივე3200-3600 კგ/მ³

ავგიტი (ბერძ. auge — ელვარება) — მინერალი. ძეწკვისებრი სტრუქტურის ქანმაშენი სილიკატი პიროქსენების ჯგუფისა. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. უმეტესად შავია, იშვიათად — მუქი მწვანე ფერისა. ელვარება — მინისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5-6, სიმკვრივე 3200-3600 კგ/მ³. ტკეჩადობა მესამე გვარის პრიზმის პარალელურად — სრული. კუთხე ტკეჩადობის მიმართულებათა შორის 87-88°. ავგიტი მაგმური ქანების მნიშვნელოვანი ქანმაშენი მინერალია. მისი სახესხვაობებია ბაზალტური ავგიტი, ტიტანავგიტი და დიალაგი. ავგიტი ჰიდროთერმული ხსნარების მოქმედებით გარდაიქმნება ბოჭკოვანი აღნაგობის რქატყუარად — ურალიტად, ზოგჯერ ქლორიტად. საქართველოში კარგად განვითარებული ავგიტის კრისტალები უხვად გვხვდება შუაეოცენური ასაკის ვულკანური წყების ქანებში (ზვარე, ქვიშხეთი, ახალციხე, ციხისძირი და სხვა).