შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

შარლ VI-ის მეფედ კურთხევა
შარლ VI-ის მეფედ კურთხევა
შარლ VI შლეგი (ფრანგ. Charles VI le Fou); დ. 3 დეკემბერი, 1368, პარიზი, საფრანგეთი — გ. 21 ოქტომბერი, 1422, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1380-1422 წლებში. როდესაც შარლ VI ბრეტანის ჰერცოგის წინააღმდეგ სალაშქროდ იყო, ჭკუიდან შეირყა. ასე რომ, ძალაუფლება, ფაქტობრივად, მის ნათესავებს ჩაუვარდა ხელში. საფრანგეთში დაიწყო შინაომი ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის. ერთ მათგანს სათავეში ედგნენ ბურგუნდიის ჰერცოგები. მეორეს — ორლეანის ჰერცოგები და არმანიაკის გრაფები. შარლ VI-ის მეფობის დროს მოხდა ხალხის დიდი აჯანყებები (მეუროების, კაბოშინების).

დღის სურათი

უსახლკარო სან-პაულუს ქუჩებში
უსახლკარო სან-პაულუს ქუჩებში
უსახლკარო სან-პაულუს ქუჩებში

სიახლეები

გინტაუტას პალუცკასი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


3 დეკემბერი — ამ დღეს...

კარტოფილი
კარტოფილი
  • 1586 : ინგლისში ამერიკიდან პირველად შემოიტანეს კარტოფილი.
  • 1621 : გალილეიმ პირველი ტელესკოპი შექმნა.
  • 1912 : ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო და სერბეთი (ბალკანეთის ლიგა) ხელს აწერენ ზავს ოსმალეთთან, რითაც სრულდება ორთვიანი ბალკანეთის პირველი ომი.
  • 1917 : თითქმის ოცწლიანი მშენებლობის შემდეგ კვებეკის ხიდი გაიხსნა.
  • 1937 : დენდი, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი კომიქსი გამოქვეყნდა პირველად.
  • 1944 : საბერძნეთის სამოქალაქო ომი იწყება ახლად განთავისუფლებულ ქვეყანაში კომუნისტებსა და როიალისტებს შორის.
  • 1947 : ტენესი უილიამსის სპექტაკლი „სურვილის ტრამვაი“ გაიხსნა ბროდვეიზე.
  • 1971 : პიონერი-10 იუპიტერის ახლოდან გადაღებულ პირველ სურათებს აგზავნის დედამიწაზე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი