შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

იმპერატორი ჰიროჰიტო
იმპერატორი ჰიროჰიტო
ჰიროჰიტო (იაპონ. 裕仁) (დ. 29 აპრილი, 1901, ტოკიო — გ. 7 იანვარი, 1989), იაპონიის 124-ე იმპერატორი. 1921-იდან მამამისის, იმპერატორ იოსიჰიტოს ავადმყოფობის გამო პრინც-რეგენტი იყო. იოსიჰიტოს გარდაცვალების შემდეგ, 1926 წლის დეკემბერს, ტახტზე ავიდა. იგი ყველაზე ხანგრძლივად მართავდა ქვეყანას. მან ბევრ ქარტეხილს გაუძლო, - დაწყებული სამხედრო ექსპანსიით, რომელიც იაპონიის დამარცხებით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომში და დამთავრებული ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ზესახელმწიფოდ გადაქცევით.

დღის სურათი

10 ნოემბერი — ამ დღეს...

რენე დეკარტე
რენე დეკარტე
  • 1444 : ვარნის ბრძოლა — მეფე ვლადისლავ III-ის ჯვაროსანთა არმია გაანადგურეს თურქებმა სულთან მურად II-ის მეთაურობით.
  • 1619 : რენე დეკარტი (სურათზე) სიზმრის შთაგონებით ქმნის მედიტაციებს პირველ ფილოსოფიაზე.
  • 1792 : ვაშინგტონში თეთრი სახლის საძირკველი ჩაიყარა.
  • 1918 : გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში.
  • 1989 : 33-წლიანი მმართველობის შემდეგ ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტარ მლადენოვმა.
  • 2020 : სამმხრივი საზავო ხელშეკრულების დადების შედეგად მთიანი ყარაბაღის ომი დასრულდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი