შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ბენაზირ ბჰუტო (ურდუ: بینظیر بھٹو, ინგლ. : Benazir Bhutto) (დ. 21 ივნისი 1953, კარაჩი, პაკისტანი — გ. 27 დეკემბერი, 2007, რავალპინდი) – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის – ასიფ ალი ზარდარის მეუღლე იყო. მას შემდეგ, რაც ბენაზირ ბჰუტო 1988 წლის 2 დეკემბერს პრემიერ მინისტრად აირჩიეს, ის გახდა პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ქვეყნის სადავეები აიღო ხელში. მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს სახალხო პარტიის მიტინგზე პაკისტანის ქალაქ რავალპინდში.

დღის სურათი

სიახლეები

გინტაუტას პალუცკასი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


2 დეკემბერი — ამ დღეს...

ბენაზირ ბჰუტო
ბენაზირ ბჰუტო
  • 1409 : ლაიფციგის უნივერსიტეტი გაიხსნა.
  • 1804 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა.
  • 1920 : ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით დასრულდა სომხეთ-თურქეთის ომი.
  • 1942 : მანჰეტენის პროექტი — მეცნიერთა გუნდი ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით პირველ მართვად ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე იწყებს მუშაობას.
  • 1961 : ეროვნულ რადიომიმართვაში კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ქვეყანაში კომუნისტურ წყობას აცხადებს.
  • 1988 : ბენაზირ ბჰუტო (სურათზე) პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი ქვეყნის მმართველი ხდება მუსლიმანურ სამყაროში.
  • 1990 : კანცლერ ჰელმუტ კოლის კოალიცია იმარჯვებს პირველ სრულიად გერმანიის არჩევნებში 1932 წლის შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი