შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

პუერტო-რიკოს დროშა
პუერტო-რიკოს დროშა
პუერტო-რიკოსუვერენული სახელმწიფო კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე, რომელიც ეკუთვნის დიდი ანტილიის არქიპელაგს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა. პუერტო-რიკო გვევლინება დამოუკიდებლად აშშ-ისგან და აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორია იმყოფება აშშ-ს მმართველობის ქვეშ (ანუ არ წარმოადგენს ამერიკის ტერიტორიას), ტერიტორიაზე განსაზღვრულად მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოა აშშ-ის კონგრესი. თუმცა ტერიტორიას გააჩნია საკუთარი მმართველობის სისტემაც.

სიახლეები

11 აპრილი — ამ დღეს...

ბათუ ყაენი
ბათუ ყაენი
  • 1241 : მონღოლების შემოსევა ევროპაში: მონღოლები ბათუ ყაენისა (სურათზე) და სუბუდაის ხელმძღვანელობით ანადგურებენ უნგრელთა არმიას მოჰის ბრძოლაში მდინარე საჟოსთან.
  • 1713 : უტრეხტის ხელშეკრულების მთავარ შეთანხმებებს მოეწერა ხელი, რამაც ხელი შეუწყო ესპანეთისგან გამოყოფისთვის ომის დასრულებას.
  • 1868 : სიოგუნის ინსტიტუტი გააუქმეს იაპონიაში.
  • 1899 : ესპანეთმა პუერტო რიკო აშშ-ს დაუთმო.
  • 1945 : ამერიკულმა ჯარებმა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს ვაიმართან, გერმანიაში.
  • 2002 : სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ვენესუელის შეიარაღებული ძალების წევრებმა პრეზიდენტი უგო ჩავესი შეიპყრეს და გადადგომა მოსთხოვეს.
  • 2006 : ირანმა ურანის გამდიდრება მოახერხა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი