ტენოჩტიტლანი
ტენოჩტიტლანი, ალტერნატიულად მეხიკო-ტენიჩტიტლანი იყო აცტეკთა იმპერიის დედაქალაქი, აგებული ტბა ტესკოკოს კუნძულზე, რომელიც ამჟამად ცენტრალური მეხიკოს ფედერალური ოლქის ნაწილია. თავისი ძლიერების პერიოდში ტენოჩიტლანი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო, 250 000-მდე მცხოვრებით.
ქალაქი 1521 წელს შემოსეულმა ესპანელმა კონკისტადორებმა გაანადგურეს. მეხიკო მის ნანგრევებზე აშენდა, და მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ტესკოკოს ტბა სრულიად ამოშრა.
ქალაქის გეგმა
რედაქტირებატესკოკოს ტბის შიგნით ჩვეულებრივი მოსახლეობა ცხოვრობდა. ქალაქში ისინი ერთმანეთს ხშირად ტივების დახმარებით ეკონტაქტებოდნენ რადგან ირგვლივ სულ წყლის არხები იყო გაკეთებული. ცენტრში დიდი მოედანი იყო. მოედანზე მსხვერპლთსაწირავი და ღმერთების ტაძრები იყო. ყველაზე დიდი ნაგებობა ქალაქში მზისა და ომის ღმერთ ჰუიცილოპოჩტილისა და წვიმის ღმერთ, ტალალაკის ტაძრები იყო. მის წინ კიდევ ერთი შედარებით მცირე გველ-ღმერთ კეცალკოატლის ტაძარი იყო. ცენრტალური მოედნის ოდნავ მოშორებით იყო მეფის სასახლე, ხოლო მის იქით მოტივტივე ყანები სადაც გლეხებს სიმინდი ჩილი და ლობიო მოჰყავდათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 694-695.