ელექტრობა — ცნება, რომელიც გამოხატავს ფიზიკური სხეულებისა და პროცესების სტრუქტურით გამოწვეულ მოვლენებსა და თვისებებს, რომლის დროსაც ურთიერთქმედებს ნივთიერების დამუხტული მიკროსკოპული ნაწილაკები (ელექტრონები, იონები, მოლეკულები, მათი კომპლექსები და მისთ.) ელექტრული ენერგია ჩვენ ხელთ არსებული ენერგიის ერთ–ერთი ყველაზე გამოსადეგი ფორმაა. მისი საშუალებით მუშაობს ჯიბის ფარანი, ტელევიზორი და ა. შ. ელექტრობა ბატარეებიდან ან დიდი გენერატორებიდან მიიღება. ასეთ გენერატორებში გამომუშავებული ენერგიის დიდ მანძლზე გადაცემაა შესაძლებელი. ელექტრობა მრავალი პაწაწინა ნაწილაკის ერთბლიობაა. ამ ნაწილაკებს ელექტრონები ჰქვია. ელექტრონები ატომის შემადგენელი ნაწილებია. ბუნებაში ყველაფერი ატომებისგან შედგება, ამიტომ ელექტრობა ყველაფერშია. თუმცა, მის არსებობას ვერ ვამჩნევთ, ვიდრე ელექტრონები რაიმე ძალის ზემოქმედებით ატომებს არ მოსცილდება.

მეხი-ელექტრობის ერთ-ერთი ძლირი ეფექტი.

შეგიძლიათ, ელექტრონები ხახუნით აამოძრაოთ. როდესაც ნეულონის ქსოვილი კანზე გეხახუნებათ, მას ქსოვილის ატომებიდან ელექტრონები გამოაქვს და ეს ელექტრონები კანზე რჩება. ატომები ცდილობენ, ელექტრონები კვლავ მიიზიდონ, ამიტომ ქსოვილი კანზე გეწებებათ. ასეთ დროს მეცნიერები ამბობენ, რომ ნეილონის ქსოვილს გააჩნია ელექტრული მუხტი, ანუ სტატიკური ელექტრობა.

ბატარეებიდან და გენერატორებიდან ელქტრონები სადენებში გადადიან და იმ ლითონის ატომის შორის მოძრაობენ, რომლისგანაც დამზადებულია სადენი. ამ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება.

გამტარი და იზოლატორი

რედაქტირება

მასალას, რომელშიც დენი გადის, გამტარი ჰქვია. კარგი გამტარებია ისეთი ლითონები, როგორიცაა სპილენძი და ალუმინი. გამტარია ნახშირბადიც.

მასალას რომელშიც დენი ვერ გადის, იზოლატორი ჰქვია. იზოლატორებს მიეკუთვნება რეზინი, პლასტმასები, მაგალითად, პოლივინიქლორიდი (პვქ).

ზოგიერთი სადენი, ელექტრული დენის გატარებისას იოლად ხურდება. ელექტროტოსტერში დენი ლითონის სპირალს წითლად ავარვარებს, ხოლო ელექტრონათურის ვარვარების ძაფი ისე ცხელდება, რომ თეთრად ანათებს.

ელექტრული წრედის გამოყენება

რედაქტირება

ნათურის ასანთებად იგი ბატარეას უნდა მივუერთოთ. ბატარეას ორი პოლუსი აქვს: დადებითი (+) და უარყოფითი (–). თუ მათ გამტარით, მაგალითად, ნათურით დავაკავშირებთ, ელექტრონები უარყოფით პოლუსიდან გამტარის გავლით დადებითი პულუსისკენ ამოძრავდება. სადენების, ნათურისა და ბატარეის მთლიანობას ელექტრული წრედი ჰქვია. თუ მათ ჩამრთველს დავუმატებთ, დენის ჩართვა–გამორთვაც გახდება შესაძლებელი. ჩამრთველის გადატრიალებისას ორი კონტატქი ერთმანეთს დაშორდება და წრედი გაწყდება.

ელექტროენერგიის გამომუშავება

რედაქტირება

გენერატორი, ანუ დინამო ბრუნვისას გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ველოსიპედზე დამაგრებულ დინამოს პატარა ბორბალი ატრიალებს, რომელიც სალტეს აწვება. ამ დინამოს შიგნით მაგნიტია, რომელიც მავთულის კოჭის მახლობლად ბრუნავს. მაგნიტური ველის კოჭაში გავლისას, ელექტრული დენი აღიძვრება. ეს დენი კოჭის მახლობლად მბრუნავი მაგნიტის ხან ერთ პოლუსს გაივლის, ხან კი — მეორეს, ამიტომ ხან წინ მიედინება, ხანაც — უკან. ასეთ დენს ცვალდი დენი ეწოდება, ხოლო მის წარმომქნელ გენერატორს — ცვლადი დენის გენერატორი. ბატარეის ან აკუმულატორის მიერ გამომუშავებულ დენს, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს, მუდმივი დენი ჰქვია. ელექტროსადგურში მდგარი დიდი გენერატორები ცვლად დენს წარმოქმნის. მძლავრ ელექტრომაგნიტებს ტურბინები ამოძრავებს, რომელიც, თავის მხრივ, მაღალი წნევით, შეკუმშული ორთქლის, აირის ან წყლის მეშვეობით მოძრაობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება